01.10 - ვიქტორინის კითხვები

01.10 - ვიქტორინის კითხვები

წარმოგიდგენთ ოქტომბრის თვის ვიქტორინის პირველი ეტაპის კითხვებს და შეგახსენებთ ვიქტორინის წესებს.

თვის 1, 8 და 15 რიცხვში, 20 საათზე, საიტზე გამოქვეყნდება 10-10 კითხვა. ყოველ კითხვას მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა. ტურში ყველაზე მეტი ქულის მომგროვებელი მომხმარებელი მონაწილეობას მიიღებს ფინალურ ტურში, რომელიც დაიწყება 22 რიცხვში. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ მომხმარებელს, რომელიც პასუხებს პირველი გამოაგზავნის. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს 3 ტურში გამარჯვებული 3 მომხმარებელი შეეჯიბრება. ფინალურ ტურში გამარჯვებული მიიღებს Mantis.ge-ს მიერ დაწესებულ პრიზს, "ბარსელონას" მაისურს.

 

ოქტომბრის თვის პირველი ტურის კითხვები:

1. ვინ იყო "ბარსელონას" 10 ნომერი ლიონელ მესიმდე?

2. რომელმა ფეხბურთელმა გაიტანა ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე "ბარსელონას" მე-500 გოლი?

3. რომელ წელს გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი ლუის არაგონესი?

4. წარმოშობით სადაური იყო "ბარსელონას" ლეგენდა პაულინო ალკანტარა?

5. რამდენი ფეხბურთელი გაუგდეს "ბარსელონას" 2013/14 წლების სეზონში?

6. "ბარსელონას" რომელმა ყოფილმა ფეხბურთელმა მოიკლა თავი 2009 წელს?

7. ვინ იყო "ბარსელონას" პირველი არაევროპელი მთავარი მწვრთნელი?

8. ვინ არის გამოსახული სურათზე?

9. ვინ არის "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი თასების მფლობელთა თასზე?

10. რამდენი თამაშის განმავლობაში წვრთნიდა ენრიკ რაბასა "ბარსელონას" პირველ გუნდს?

 

პასუხები ადმინისტრატორს უნდა მიწეროთ ამ ბმულის გამოყენებით: http://barcamania.ge/index.php?do=pm&doaction=newpm&user=1

გაითვალისწინეთ: ყველა პასუხი უნდა მოაქციოთ ერთ შეტყობინებაში. ცალ-ცალკე გამოგზავნილი პასუხები არ მიიღება. შეტყობინებაში უნდა მიუთითოთ მხოლოდ კითხვის ნომერი და მის გასწვრივ პასუხი. ერთი მომხმარებლისგან შეიძლება პასუხების მხოლოდ ერთხელ გაგზავნა. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მომხმარებელმა პასუხები 2 ან მეტი ნიკით გააგზავნა, არცერთი პასუხი არ მიიღება.

პასუხების მიღების ბოლო ვადაა 7 ოქტომბერი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.