ბლანი: "ვიმედოვნებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონასთან" ითამაშებს"

ბლანი: "ვიმედოვნებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონასთან" ითამაშებს"

ფრანგული "პარის სენ-ჟერმენის" 33 წლის შვედი ვარსკვლავის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში, რომელიც სამშაბათს გაიმართება, კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამავდროულად შეხვედრას ნამდვილად გამოტოვებს ტიაგო სილვაც.

"ლავეცი ლაზარეთში რამოდენიმე დღეს გაატარებს, შესაძლოა ერთი კვირაც. სილვა განაგრძობს აღდგენით პროცესს. ზლატან იბრაჰიმოვიჩი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზლატანი "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშს შესძლებს. ვნახოთ რა მოხდება უახლოეს დღეებში. ჩვენ მისი გამოჯანმრთელების პროცესს ყოველდღე ვაკვირდებით, ამჟამად ის მზად არაა, მისი მდგომარეობა ნელი ტემპით უმჯობესდება." - განაცხადა, ბლანმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 60 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.