ლეო და გაუჩო კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს

ლეო და გაუჩო კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს

დღეს გაიმართება ძალიან ბევრი ამხანაგური მატჩი, რომელშიც ბარსელონას ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი არის არგენტინა – ბრაზილია, ბუნებრივია სამხრეთ ამერიკის ამ ორი გიგანტის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა.

ეს მატჩი ძალიან ბევრმა სამხრეთ ამერიკულ კლასიკათ შერაცხა, არ შეიძლება არ დავეთანხმოთ მათ. ამ ორ უდიდესი წარსულის მქონე ყვეყანას ჰყავდა ორი გენიოსი პელე და მარადონა. მხოლოდ ამის გამო შეიძლება დავარქვათ სამხრეთ ამერიკული კლასიკა. ამ მატჩში მონაწილეობას 3 ბარსელონას ფეხბურთელი მიიღებს, ხავიერ მაშერანო, ლეო მესი და დანი ალვესი. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, ლეოს და გაუჩოს დაპირისპირება. ბოლოს ეს ფეხბურთელები ერთმანეთს გამპერის თასზე შეხვდნენ. ეს ორი ფეხბურთელი ძალიან კარგად იცნობს ერთმანეთს 3 წელი ისინი “ერთად ირიცხებოდნენ “ბლაუგრანაში”, ძალიან ბევრ “ბარსელონას” გულშემატკივარს დღემდე ახსოვს განუმეორებელი რონალდო დე ასის მორეირა იგივე “რონალდინიო”.

გუნდები არცთუ გადახალისებული შემადგენლობით გამოვლენ მოედანზე, მაგალითად არგენტინელებს საბრძოლო შემადგენლობა ჰყავთ: სერხიო რომერო, ხავიერ ძანეტი, ნიკოლას პარეხა, ნიკოლას ბურდისო, გაბრიელ ჰაინცე, ევერ ბანეგა, ხავიერ მაშერანო, ლეო მესი, ანხელ დი მარია, გონსალო იგუაინი და ხავიერ პასტორე. რაც შეეხება “პენტაკამპეონებს” მათი შემადგენლობა დაახლოებით ასე გამოიყურება: ვიქტორ, დანი ალვესი, ტიაგო სილვა, სანტოსი, , დავიდ ლუისი, ლუკასი, რამირესი, ფილიპე კოუტინიო, რონალდინიო, რობინიო, ნეიმარი.

მატჩი დოჰაში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია