“ბარსელონა”, ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო მატჩში, “ბეტისის” წინააღმდეგ, მაისურზე დატანილი ახალი სიმბოლოთი ითამაშებს. ეს სიმბოლო იმის მანიშნებელია, რომ კატალონიელები მსოფლიოს ჩემპიონები არიან.
20 დეკემბერს, “ბარსამ”, საკლუბო მუნდიალის ფინალში, “რივერ პლეიტი” 3:0 გაანადგურა. კატალონიელებმა ახალი სიმბოლოთი თამაშის უფლება მოიპოვეს და ისინი ამ უფლებას უახლოეს მატჩში გამოიყენებენ. კატალონიური კლუბი ახალი სიმბოლოიანი მაისურით 2016 წლის განმავლობაშიც ითამაშებს.