“რივერ პლეიტის” ვეტერანი თავდამსხმელი ხავიერ სავიოლა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “ბარსელონასთან” გასამართ შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრობს.
“რივერ პლეიტმა” ამ მატჩში ის უნდა გააკეთოს, რაც იცის. ბურთი უნდა ვაკონტროლოთ, თამაში საკუთარი კარიდან რაც შეიძლება შორს გადავიტანოთ და კონცენტრირებულები ვიყოთ. ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ, ჭკვიანურად ვიმოქმედოთ, მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ და თავისუფალი ზონები დავიკავოთ.” – აცხადებს სავიოლა, რომელიც “ბარსელონაში” 2001-2007 წლებში ირიცხებოდა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” და “რივერ პლეიტი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ კატალონიელები “გუანჩჟოუს”, ხოლო არგენტინელები “ჰიროშიმას” მოუგებენ.