ბუსკეტსი: "როდესაც პუიოლმა მისი მე-5 ნომერი შემომთავაზა, წამებითაც არ დავფიქრებულვარ"

ბუსკეტსი: "როდესაც პუიოლმა მისი მე-5 ნომერი შემომთავაზა, წამებითაც არ დავფიქრებულვარ"

"ბარსელონას" ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის განცხადებით, ის ამაყობს იმით, რომ ახალ სეზონში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომლითაც მანამდე ლეგენდარული კარლეს პუიოლი ასპარეზობდა.

"მე ვისაუბრე პუიოლთან მას შემდეგ, რაც მან კარიერის დასრულებაზე განცხადება გააკეთა. როდესაც კარლესმა თავისი მე-5 ნომერი შემომთავაზა, მე წამებითაც არ დავფიქრებულვარ. ძალიან ვამაყობ მით, რომ მან ასეთი ნდობა გამომიცხადა. მე ბევრი ვისწავლე პუიოლისგან და ვიქტორ ვალდესისგან, რომლებიც "ბარსელონაში" აღარ არიან." - განაცხადა ბუსკეტსმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.