დროის სიმწირის გამო ტოპ ფეხბურთელები იშვიათად თანხმდებიან ვრცელ ინტერვიუებზე. ხერარდ პიკე ამმხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა. იგი ერთ დღესაც ადგა და ფეისბუქზე, თუ მეილებში დაგროვებულ შეკითხვებს პასუხი გასცა. ინტერვიუ ბრიტანული გამომცემლობის “FourFourTwo”-ს კორესპონდენტს მისცა და ისაუბრა თავის კარიერაზე, წარსულსზე, აწმყოსა და მომავალზე
გთავაზობთ ხერარად პიკეს ვრცელ ინტერვიუს უცვლელად.
– მართალია, რომ შენ დაბადებიდან “ბარსას” სოსიო ხარ?
(როუენ ბარტრამი ნიუკასლიდან)
– აბსოლუტური სიმართლეა. ბაბუაჩემი დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, შემდეგ კლუბის ვიცე პრეზიდენტი გახდა და მაგ დროს გამაფორმა “ბარსას” წევრად. ამით ვამაყობ წლებია და ყოველთვის ვიამაყებ. მატჩებს ვესწრებოდი ბავშვობიდან. მართალია ბაბუს გვერდით დაჯდომის უფლება არ მქონდა, ცოტათი მოშორებით იყო ჩემი და მამაჩემის ტრიბუნები, მაგრამ მაინც ბედნიერი ვტოვებდი მოედანს.
-რას ნიშნავს შენთვის ბარსელონა?
(ჯეიმს პირსი, შეკითხვა ფეისბუქიდან)
-მთელი გულით მიყვარს ეს კლუბი, მისი ისტორიითა და სათამაშო სტილით. მთელი კატალონიის ნუგეში და სახეა. ძალიან გამიმართლა “ლა-მასიას” სკოლა რომ გამოვარე და ისე მოვხვდი კლუბში. ბევრს ასე არ უმართლებს.
– შენი მეორე გვარი ბერნაბეუა. პატარაობაში ამის გამო ხომ არ გექმნებოდა პრობლემები თანატოლებთან?
(ადრია მიგალესი ბარსელონადან)
-(იცინის) არც ისე ხშირად. უცნაურია თამაშობდე ამ კლუბში, ამ გვარით, მაგრამ ეს ხომ არ ყოფილა ჩემი არჩევანი? მაინც ამაყად ვატარებ “ბარსას” ფეხბურთელისთვის შეუფერებელ გვარს.

-ფეხბურთელობა ყოველთვის გინდოდა? სკოლაშირა ოცნებები გქონდა? ვინ გინდოდა რომ გამოსულიყავი?
(ჯეკ უორდი, ინგლისი)
– რა თქმა უნდა ყოველთვის. ყველა ბავშვი ოცნებობს ამაზე. ეგრე არ არის? ვიცოდი, რომ გამომივიცოდა და არ მინდოდა ამ შანსის ხელიდან გაშვება. ჩვიდმეტი წლისამ ჩავალაგე ჩემოდანი და ნისლიან ალბიონზე გავეშურე ფეხბურთის სათამაშოდ “მანჩესტერ იუნაიტედში”. რომ არა საფეხბურთო კარიერა, ალბათ ბიზნესმენი გამოვიდოდი და ეხლა რომელიმე სერიოზული კომპანიის დირექტორი ვიქნებოდი. არ ვიცი, რთულია თქმა, მე ყოველთვის ფეხბურთი მიტაცებდა.
-შენი ძმისგან მსმენია, რომე ძალიან აზარტული ადამიანი ხარ.
(ხაიმი ტორესი, მადრიდი)
– კი, საოცრად. კონკურენციის გამო. მოტივაციას მმატებს და უფრო აზარტულს მხდის. აი მამაჩემი ყოველთვის ყველაფერში მეჯიბრებოდა, მაგიდის ჩოგბურთშიც კი ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით და სხვთა შორის მჯობნიდა კიდეც. ერთხელაც მოვახერხე და მოვუგე. მას შემდეგ მასთან აღარ წამიგია. ეხლა მხედველობა აღარ უწყობს ხელს და მაგიდის ჩოგბურთის ბურთის კონტურებს ძლივსღა არჩევს(იცინის). მან ერთი ოქროს წესი მასწავლა, რომ ყველა შეჯიბრში ძალთ შორის სხვაობის მიუხედავად, აუცილებლად მოგებაზე უნდა ვიფიქრო.
-შენ, სესკი და ლეო მესი ფაქტიურად ერთ გუნდში გაიზარდეთ. დაუმარცხებლები იქნებოდით ალბათ. მართალია, რომ ლეოს მუნჯს ეძახდით?
(სკოტ ვესტი, ინგლისი)
– (იცინის) მართლაც დაუმარცებელი გუნდი ვიყავით ! ეს ბრწყინვალე გუნდი იყო და არაჩვეულებრივი წლები გავატარეთ ერთად. საუკეთესო დღეები მაინც გასვლით თამაშებზე გვქონდა. თავისუფალ დროს ყველა ერთად ხან კარტს ვთამაშობდით, ხან კიდე ფიფას. თავიდან მესი მართლა მუნჯივით იყო. ძალიან ჩაკეტილი და უცნაური. ეგრე ბევრს ემართება. რთულია ამხელა გზა გამოიარო პატარა ბიჭმა და მარტივად გაიარო ახალ გარემოში ადაპტაცია. შვეიცარიის ტურნირის შემდეგ თითქოს სხვა მესი დაბრუნდა, უფრო გახსნილი და მეგობრული. ასე უცებ მოეხსნა კომპლექსები. დღეს იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
– მართალია, რომ ლუი ვან გაალმა აგრესიულად მოგმართათ ბავშვობაში, ბაბუათქვენთან სტუმრობის დროს? რითი უპასუხეთ თქვენ?
(ლიამ ბესტი გლოსტერი)
-კი სიმართლეა. მაშინ თორმეტი წლის ვიყავი და ლუიმ იცოდა, რომ ახალგაზრდულში ვირიცხებოდი. მან მითხრა, რომ “ბარსას” ფეხბურთელი უფრო ძლიერი უნდა იყოს. როგორ ვუპასუხე? რას ამბობ?! მაშინ პატარა, ღლაპი ბავშვი ვიყავი. ის კიდე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი იყო! მსოფლიო ჩემპიონატზე, ჰოლანდიასთან მატჩის წინ შევხვდი და ვისაუბრეთ. ოღონდ ამ თემას აღარ შევხებივარ რა თქმა უნდა.
– რამ გაიძულათ მანჩესტერში გადასვლა? შენმა გადაწყვეტილებამ თუ იქონია ფაბრეგასზე მნიშვნელობა და რამდენად რთული იყო ადაპტაციის პერიოდი?
(უილ როუსი მანჩესტერი)
– ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა გიწევს რთული გადაწყვეტილების მიღება. “იუნაიტედმა” მომცა შანსი ყოველდღიურად მესწავლა მაღალკვალიფიცირებული ფეხბურთელებისგან. რა თქმა უნდა გამიჭირდა “ბარსასთან” განშორება. მანჩესტერში სულ სხვა სათამაშო ფილოსოფიაა, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. პირველი რამდენიმე თვე საკმაოდ რთული იყო ჩემთვის. განსაკუთრებით გამიჭირდა ჩემი ოჯახის და მეგობრების გარეშე. მიწევდა შეგუება ინგლისურ გარემოსთან, ინგლისურ სამზარეულოსთან, ამინდთან და მარტოობასთან. ძლივს შევეგუე ინგლისურ რეჟიმს.
– ლობიოს ტოსტი გასინჯე?
(FourFourTwo-ს ჟურნალისტი)
– კი როგორ არა. თევზი შემწვარ კარტოფილთან ერთადაც დავაგემოვნე. მაგრამ ბრიტანული სამზარეულოს მოტრფიალე ნამდვილად არ ვარ.

-ხშირად იხსენებ მანჩესტერში გატარებულ დროს. ხომ არ აპირებ მომავალში ინგლისში დაბრუნებას?
(სტივ დევისი მანჩესტერი)
– ფეხბურთში წინასწარ არაფერი უნდა დაგეგმო. ყოველთვის ვიძახდი, რომ ჩემი კლუბი “ბარსელონაა”. რაც შეეხება ინგლისურ პრემიერ ლიგას, ყოველთვის ვგულშემატკივრობ “მანჩესტერ იუნაიტედს”. ეხლაც ჩემი ორი კარგი მეგობარი ირიცხება ამ კლუბში – ანდერ ერერა და დავიდ დე ხეა. იქ ფეხბურთს და ფეხბურთელებს დიდ პატივს სცემენ. ჩემი ოცნება კი “ბარსელონაში” თამაში იყო და აქ თავს იდეალურად ვგრძნობ. კონტრაქტი გავახანგრძლივე და მინდა კარიერა ამ კლუბში დავასრულო. მაგრამ არასდროს იცი წინ რა გელის.
ვინ შეიტანა შენ კარიერულ წინსვლაში უფრო მეტი წვლილი: სერ ალექს ფერგიუსონმა, თუ პეპ გვარდიოლამ?
(დევიდ რიდი, კენტის საგრაფო)
-უფ, სულ სხვა პერსონაჟებია. ორივემ თავისებური წვლილი შეიტანა ჩემ კარიერულ წინსვლაში. სხვა ვერავინ წარმომიდგენია ერთ გუნდს წვრთნიდეს ზედიზედ 27 წელი, გარდა ფერგიუსონისა. ასევე წარმოუდგენლად მიმაჩნია ვინმემ დებიუტში მოიგოს სექსტეტი, როგორც გუარდიოლამ გააკეთა. არ შეიძლება ამ ორი პროფესიონალის შედარება.
– ფერგი მართლა გამოირჩეოდა სიმკაცრით? ახერხებდა შენს შეშინებას?
(ენდი მარტინი, სოლფორდი)
-მანჩესტერში გადასვლისთანავე მიჭირდა ფერგიუსონის გაგება. ზოგადად მანჩესტერელებს საშინლად გასაგები აქცენტი აქვთ, შოტლანდიელები კიდე უფრო უარესები არიან მაგმხრივ. ძალიან აგრესიული აქცენტით გამოირჩევა ფერგი. მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი რომ მაშინებდა. აი როი კინი სხვა საქმეა! ერთხელ გასახდელში როი კინი სიტყვით გამოდიოდა, ამ დროს ტელეფონმა დამირეკა. ჯიბეში მქონდა და იქედან გამოსცემდა ვიბრაციას. სამარისებულ სიჩუმეში ძალიან შემაწუხებლად ისმოდა ჩემი ტელეფონის ხმა, რამაც ძალიან გააბრაზა როი კინი. აგრესიული რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე. “სელტიკთან” მატჩის წინ(2013 წ) როცა ვხურდებოდი, მოედანთან დავინახე, ექსპერტად მუშაობდა შოტლანდიურ კლუბში. ზურგი ვაქციე და ხელის გული მივიფარე სახეზწე. დღემდე მეშინია როი კინის. 26 წლის ვიყავი და კინაღამ შარვალში ჩავისვარე მის დანახვაზე.

-პირდაპირ და გულახდილად მიპასუხე. ვინ არის საუკეთესო, სკოულსი თუ ჩავი?
(ჯეიმს ბუდლზი, შეკითხვა ფეისბუქში)
-კარგით რა. ეგრეც ნუ მექცევით ! ალბათ ჩავი. მაგრამ ორივე ძალინ მაღალი დონის ფეხბურთელია. სკოულსი ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა, ისევე, როგორც ჩავი.
-თქვენ ზედიზედ ორჯერ მოიგეთ ჩემპიონთა ლიგის თასი. ჯერ “მანჩესტერში” 2008 წელს და მომდევნო წელს “ბარსას” მაისურით. რამდენად განსხვავდებოდა ეს ორი წელი ერთმანეთისგან?
(დომინგო ლოპესი)
– ეს ორი დაუვიწყარი სეზონი იყო. ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე ამ პერიოდში. პრობლემა იმაშია, რომ ეჩვევი წარმატებას. მოგვიანებით გავაცნობიერე ის ფაქტი, რომ დებიუტში შევძელი ექვსი ტიტულის მოპოვება და არ მჯეროდა. ყველაზე რთული ამ ტიტულის დაცვაა, ის რასაც ვცდილობთ ეხლა მთელი გუნდი.
გაგრძელება იქნება…