ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 9 ოქტომბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 9 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 9 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

9 ოქტომბერს “ბარსელონამ” 9 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 5 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1967 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი რუმინელი მცველი გეორგე პოპესკუ. 1995-1997 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 95 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. პოპესკუმ კატალონიურ გუნდში 1 თასების მფლობელთა თასი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1984 წელი

კინის პატივსაცემად გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” ლა ლიგის ნაკრები 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი პიჩი ალონსომ გაიტანა.

1985 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ბარსელონა” “ატლეტიკოსთან” 1-3 დამარცხდა.

1994 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ქალთა გუნდის ფეხბურთელი აზიზატ ოშოალა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • nika 54
    09 ოქტ 2021, 13:42

    1994 წელი
    დაიბადა "ბარსელონას" ქალთა გუნდის ფეხბურთელი აზიზატ ოშოალა.

    ეს უნდა ჩავიწერო არ დამავიწყდეს.