მოურინიო: "მესი მაინც ისტორიული ფეხბურთელია"

მოურინიო: "მესი მაინც ისტორიული ფეხბურთელია"

გერმანიასთან მარცხის მიუხედავად, ჯოზე მოურინიომ ლეო მესი დაიცვა.

არგენტინელი ფეხბურთელი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ოქროს ბურთი მოიგო, მაგრამ მესი გააკრიტიკეს, რადგან ბევრს (და მათ შორის დიეგო მარადონას) მიაჩნია, რომ ლეომ ეს ჯილდო არ დაიმსახურა.

მოურინიომ მესი დაიცვა. პორტუგალიელის თქმით, "ბარსას" ფეხბურთელს არ სჭირდება მსოფლიო ჩემპიონატი, რათა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო იყოს.

"მესის პატივისცემა გამარჯვების დროს ადვილია, მაგრამ წაგებისას არც თუ ისე მარტივი," განაცხადა ჩელსის მწვრთნელმა Yahoo-თან საუბრისას.

"ჩემთვის პელე არის პელე, მარადონა კი - მარადონა. არ მსურს სხვადასხვა თაობის ფეხბურთელების შედარება."

"ჩემთვის მარადონა მარადონაა. ალბათ მიზეზი არის ის, რომ ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ."

როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა არგენტინის მარცხი მესის ბრალი, მოურინიომ უპასუხა: "არა, საერთოდ არა."

პორტუგალიელმა საბელიას გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა: "ჩემი აზრით, პირველ ტაიმში შესანიშნავი ვარიანტები ჰქონდა. მსურს გავიგო, თუ რატომ შეცვალეს ლავეცი."

"არგენტინა იყენებდა 4-4-2 ფორმაციას. ენცო პერესი ლამს ეთამაშებოდა, ლავეცი კი იგივეს აკეთებდა მეორე მხარეს. ამ კომპაქტურობის გამო მესის სიარული შეეძლო დაცვისას, ხოლო შემდეგ, ბურთის მიღების დროს, მას თამაშის შესაცვლელად ენერგია ჰქონდა."

"როდესაც საბელიამ ლავეცი აგუეროთი შეცვალა, არგენტინელთა 4-4-2 შეიცვალა 4-3-3 ფორმაციით და გუნდმა დიდი რაოდენობით ბალანსი დაკარგა. მესის უფრო მეტი სირბილი მოუხდა ლავეცის შეცვლის შემდეგ."

"გუნდმა დაკარგა ბალანსი და განსაკუთრებით ენერია, რომელიც დამატებულ დროში სჭირდებოდათ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.