ეროვნულ ნაკრებებში “ბარსელონას” 11 ფეხბურთელია გამოძახებული, დანარჩენი მოთამაშეები კი ლუის ენრიკეს განკარგულებაში არიან და ვარჯიშს განაგრძობენ.
გთავაზობთ ფეხბურთელთა სიასა და თამაშების განრიგს:
ბუსკეტსი, პიკე, ბარტრა და ალბა
9 ოქტომბერი, ესპანეთი – ლუქსემბურგი (ლოგრონო)
12 ოქტომბერი, უკრაინა – ესპანეთი (კიევი)
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ბოლო ორ შესარჩევ შეხვდრას ჩაატარებენ ევრო 2016-სთვის.
ივან რაკიტიჩი
10 ოქტომბერი, ხორვატია – ბულგარეთი (ზაგრები)
13 ოქტომბერი, მალტა – ხორვატია (ტა ქალი)
ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ბოლო ორ შესარჩევ შეხვდრას ჩაატარებენ ევრო 2016-სთვის.
არდა თურანი
10 ოქტომბერი, ჩეხეთი – თურქეთი (პრაღა)
13 ოქტომბერი, თურქეთი – ისლანდია (კონია)
თურქეთის ეროვნული ნაკრები შეეცდება ევრო 2016-ის საგზური მოიპოვოს.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
8 ოქტომბერი, ირლანდია – გერმანია (დუბლინი)
11 ოქტომბერი, გერმანია – საქართველო (ლაიფციგი)
მსოფლიოს ჩემპიონები თუ ამ ორი შეხვედრიდან ერთ-ერთს მაინც მოიგებენ ევრო 2016-ის საგზურს მოიპოვებენ.
მუნირ ელ ჰადადი
7 ოქტომბერი, საქართველო – ესპანეთი (21 წლამდელთა, თბილისი)
13 ოქტომბერი, ესპანეთი – შვედეთი (21 წლამდელთა, ტენერიფე)
21 წლამდელთა ევრო 2017-ის შესარჩევი მატჩები.
ხავიერ მასკერანო
8 ოქტომბერი, არგენტინა – ეკვადორი (ბუენოს-აირესი)
13 ოქტომბერი, პარაგვაი – არგენტინა (ასუნსიონი)
არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ორ შეხედრას ჩაატარებენ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.
კლაუდიო ბრავო
8 ოქტომბერი, ჩილე – ბრაზილია (სანტიაგო)
13 ოქტომბერი, პერუ – ჩილე (ლიმა)
ამერიკის თასის მფლობელები ორ შეხედრას ჩაატარებენ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.
დანი ალვესი
8 ოქტომბერი, ჩილე – ბრაზილია (სანტიაგო)
13 ოქტომბერი, ბრაზილია – ვენესუელა (ფორტალეზა)
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ორ შეხედრას ჩაატარებენ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.