workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მიზანი მოგებათა სერიის გაგრძელებაა

მიზანი მოგებათა სერიის გაგრძელებაა

დღეს საღამოს, კატალონიური გრანდი მშობლიურ სტადიონს დაუბრუნდება ზედიზედ ორი საგარეო მატჩის ჩატარების შემდეგ, რომლებშიც კატალონიელებმა ასე თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგეს “ვისენტე კალდერონზე” და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი რომში, ალესანდრო ფლორენცის ზღაპრული დარტყმის წყალობით, ფრედ 1-1 ითამაშეს. დღეს კი კატალონიელები თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე, ლა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში “ლევანტეს” დაუპირისპირდებიან.

ლა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრა “ბარსამ” რთულ და დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც მოიგო ბოლო 2 სეზონის საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან. ბლაუგრანამ “მალაგა” თომას ვერმალენის გოლის წყალობით მინიმალური სხვაობით – 1-0 დაამარცხა. ლა ლიგის პირველ ტურში ასევე ძალიან დაძაბულ ბრძოლაში კატალონიელებმა შეძლეს “სან მამესზე” რევანშის აღება მას შემდეგ, რაც ესპანეთის სუპერ თასი, ორი მატჩის, ჯამში 1-5 წააგეს. “ბარსას” პირველი გოლი ლა ლიგის 2015/2016 წლების სეზონზე კი სუარესს ეკუთვნის, ამან “ბარსას” პირველი სამი ქულაც მოუტანა.

შესაბამისად, სეზონის ამ მცირე მონაკვეთიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება. მიუხედავად ტრავმებისა, მიუხედავად იმ ურთულესი მეტოქეებისა, რომელთანაც “ბარსას” უკვე მოუწია თამაში, მიუხედავად იმისა, რომ არბიტრთა შეცდომების მსხვერპლი რამდენჯერმე გავხდით, კატალონიელები საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობენ. შესაძლოა გუნდის თამაშში ბევრი წუნია, რაც ჩვეულებრივ სეზონის დასაწყისში ჩვევიათ ხოლმე გუნდებს (გავიხსენოთ წინა სეზონი, როგორ დავიწყეთ და როგორ დავასრულეთ), თუმცა ყველა ფეხბურთელი გოლის გასატანად თავს დებს და ჯერ-ჯერობით ამას შედეგიც მოაქვს. ჯერ-ჯერობით, ლა ლიგაში ბლაუგრანას ანგარიშზე მხოლოდ 4 გოლია, თუმცა 9 ქულის მოსაპოვებლად ეს 4 გოლიც საკმარისი აღმოჩნდა. ცხადია, ამ პრინციპულ მატჩებში გოლის ავტორებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, თუმცა ასევე “ბარსას” დაცვითი ხაზიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომლებმაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთხელ დაუშვეს შეცდომა, რასაც გოლი მოჰყვა. (ფერნანდო ტორესი, ატლეტიკო-ბარსელონა 1-0).

მიუხედავად “ლევანტეს” დიდი პატივისცემისა, უნდა ვთქვათ, რომ ეს მატჩი “ბარსასთვის” გარკვეული შესვენებაც იქნება. ამასთან შანსი ლეო მესის, შეამციროს სხვაობა მთავარ კონკურენტთან, კრიშტიანუ რონალდუსთან, რომელმაც გუშინ “გრანადასთან” საშინაო მატჩში გატანა ვერ შეძლო. პორტუგალიელმა “ესპანიოლის” კარი ხუთჯერ დალაშქრა, ლეოს ანგარიშზე კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი, თუმცა მნიშვნელობით იმ ხუთზე ბევრად დიდი გოლია. ლეოს გარდა, საკუთარი თავის რწმენის დაბრუნების შანსი ნეიმარსაც აქვს, ბრაზილიელი წინა მატჩში, “რომასთან” არც თუ ისე დამაჯერებელი იყო. თუმცა მისი ძალიან მნიშვნელოვანი ჯარიმა რად ღირს, რომელმაც “ატლეტიკოსთან” გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

როგორც ლეოსა და ნეიმარისთვის, ეს მატჩი ასევე მნიშვნელოვანი იქნება ტერ შტეგენისთვის, რადგან ფლორენცის მიერ გატანილ გოლს უმეტესობა მის შეცდომას მიაწერს. “კამპ ნოუზე” კი დღეს მას შანსი აქვს, რათა დაამტკიცოს რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. კლაუდიო ბრავოს ტრავმამაც წესით მის ფორმაზე დადებითად უნდა იმოქმედოს, რადგან სანამ ჩილელი დაბრუნდება, დიდი ალბათობით “ბარსას” ყველა მატჩში სწორედ გერმანელ მეკარეს ვიხილავთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • levani GELASHVILI
    schedule 20 სექ 2015, 20:58
    #11

    mesis hettriki minda

  • Andrés
    schedule 20 სექ 2015, 16:39
    #10

    ციტატა: andro cule
    მესი გაიტანს 5-ს
    და 1-ს ალვეში
    მე მჯერაა :))


    ნეიმარი 7ს
    მასკერანო 14ს 😀

    ის გოლი 100%ით არ იყო ტერ შტეგენის ბრალი
    კანმა, ბრავომ და ენრიკეც თქვეს ეს
    და იმედია ხვდებით რომ მაგათ ბარსამანიის მომხმარებლებზე მეტი ესმით :D:D
    ასეთ გოლს გამართლების გარეშე ვერ გაიტან
    ბევრი შეტევა ჩაშალა ტერ შტეგენმა თავისი გამოსვლით უბრალოდ თვალში საცემი არაა ეგეთი მომენტები

  • Lionel Messi – Pure Magic
    schedule 20 სექ 2015, 14:00
    #9

    ეს მატჩი ასევე მნიშვნელოვანი იქნება ტერ შტეგენისთვის, რადგან ფლორენცის მიერ გატანილ გოლს უმეტესობა მის შეცდომას მიაწერს. "კამპ ნოუზე" კი დღეს მას შანსი აქვს, რათა დაამტკიცოს რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს


    სამწუხაროდ, ტერ შტეგენს სევილიასთან მოგების შემდეგ შემდეგ უწევს მაგის დამტკიცება, მაგრამ დღემდე ვერ დაამტკიცა…

  • Taamo )
    schedule 20 სექ 2015, 13:43
    #8

    დღეს ვიგებთ flag

  • kote CULLE
    schedule 20 სექ 2015, 13:38
    #7

    Mtkice muxlit gviwevso natqvamia realze atleze da kidev or gundze mara levantestan muxleb gadamtvreulebmac unda moigon

  • andro cule
    schedule 20 სექ 2015, 12:30
    #6

    მესი გაიტანს 5-ს
    და 1-ს ალვეში
    მე მჯერაა :))

  • imeda cule leo messi
    schedule 20 სექ 2015, 12:21
    #5

    midi barca

  • Carles16
    schedule 20 სექ 2015, 11:44
    #4

    ციტატა: graciasxavi6
    კაროჩე ალვეში არ მინდა რო ათამაშოს რა ნაგდად იმიტო რო ტრამვა არ გაუმეორდეს დაისვენოს კიდევ ერთი თამაში ლევანტეს მაინც მოვუგებთ


    გეთანხმები, ჯობია ამ ერთ თამაშში მაინც ისევ ნახევარდაცვა დაიტვირთოს

  • football_ultras
    schedule 20 სექ 2015, 11:42
    #3

    4-0 მოვიგებთ ამ თამაშს

  • ney11mes10
    schedule 20 სექ 2015, 11:41
    #2

    ვამოს ვამოს ბარს 7-0 ან 6-0 ტრიოს გოლები მინდა fan clapping

  • graciasxavi6
    schedule 20 სექ 2015, 11:21
    #1

    კაროჩე ალვეში არ მინდა რო ათამაშოს რა ნაგდად იმიტო რო ტრამვა არ გაუმეორდეს დაისვენოს კიდევ ერთი თამაში ლევანტეს მაინც მოვუგებთ