"ბარსელონა" კროოსის შეძენას აპირებს

"ბარსელონა" კროოსის შეძენას აპირებს

"ბარსელონა" "ბაიერნის" ნახევარმცველის, ტონი კროოსის შეძენას გეგმავს, რომელიც, როგორც ჩანს, მიუნხენს დატოვებს, იტყობინება Kicker.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, "ბლაუგრანამ" მიუნხენის "ბავარიას" უკვე გაუკეთა ოფიციალური შეთავაზება გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერზე. შეგახსენებთ, რომ კროოსის კონტრაქტი "ბაიერნთან" მომავალი წლის ზაფხულში იწურება.

მანამდე, კროოსის შეძენას მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობდნენ, მაგრამ "ბავარიამ" უარი თქვა ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებების წარმოებაზე.

[media=http://www.youtube.com/watch?v=rEo_7JxARcA]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.