გუშინ ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც საქვეყნოდ ცნობილი თამაშის, FIFA-ს 2016 წლის ვერსიაში ყველაზე მაღალი მონაცემებით გამოირჩევიან. გასაკვირი არაა, რომ ამ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია.
არგენტინელის საერთო რეიტინგი 94 არის. მას ერთით ჩამორჩება კრიშტიანუ რონალდუ. მესამე-მეხუთე ადგილებს, 90-90 რეიტინგით, “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი და “ბაიერნის” ფეხბურთელები, მანუელ ნოიერი და არიენ რობენი იყოფენ. შემდეგ, 89-89 რეიტინგით, ედენ აზარი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოდიან, რომელთაც, 88 რეიტინგით, ნეიმარი მოსდევს.