ბარტრა: „ლუის ენრიკე - ძალიან ჭკვიანი სპეციალისტი“

ბარტრა: „ლუის ენრიკე - ძალიან ჭკვიანი სპეციალისტი“

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი მარკ ბარტრა, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკეს დანიშვნით, მოხარულია.

ბარტრა დარწმუნებულია იმაში, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები", ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ მიაღწევენ დიდ წარმატებას.

"ლუის ენრიკე - ძალიან ჭკვიანი სპეციალისტი. მან შესანიშნავად იცის, სად იმყოფება. ვფიქრობ, ის შეძლებს კარგად მუშაობას, რომელიც გუნდს ჭირდება. მე მესმის, რომ გუნდში კონკურენცია მომდევნო სეზონის დაწყებისთანავე ძალიან მაღალი იქნება. მაგრამ, ვინც ჩვენს გუნდს შეუერთდება, უნდა იყოს ძლიერი და მრავალმხრივი ფეხბურთელი. მცველებს, "ბარსელონაში", მხოლოდ დაცვაში კარგად თამაში არ უნდა შეეძლოთ." - განაცხად მარკ ბარტრამ

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.