მესი: „ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი - თავად მე“

მესი: „ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი - თავად მე“

"ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი აცხადებს, რომ ყოველთვის ყურადღებით აანალიზებს თავის თამაშს და კარგად იცის, თუ როდის თამაშობს ცუდად.

ამავე დროს, არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების იდეით შეპყრობილი არაა.

"ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი - თავად მე. შესანიშნავად ვიცი, როდის ვთამაშობ კარგად ან ცუდად. როდესაც ფეხბურთისგან სიამოვნებას აღარ მივიღებ, მაშინ კარიერას დავასრულებ. ბავშვოვიდან მხოლოდ ფეხბურთის თამაში მსურდა და ახლა, კვლავაც ვსარგებლობ თამაშით, როგორც ბავშვობაში. მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ჰყავს ოჯახი და მეგობრები. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ჩემთვის, გაამრჯვება აკვიატება არაა, მაგრამ მე მსურს მუნდიალის მოგება საკუთარი ქვეყნისთვის." - განაცხადა მესიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 75 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.