workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კობი ბრაიანტი: “ბარსელონას” თამაშს 10 წელზე მეტია რაც ვუყურებ”

კობი ბრაიანტი: “ბარსელონას” თამაშს 10 წელზე მეტია რაც ვუყურებ”

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელი კობი ბრაიანტი “ბარსელონას” დილის ვარჯიშის დროს ესტუმრა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იგი “ბარსას” დიდი გულშემატკივარია.

“მე მიყვარს “ბარსელონას” სათამაშო სტილი. 10 წელზე მეტია რაც ამ კლუბს ვგულშემატკივრობ.

კამპ ნოუზე მათი თამაშისთვის არასოდეს მიყურებია, პაუ (პაუ გასოლი – ესპანელი კალათბურთელი) ყოველთვის მეუბნება, რომ წავიდე და იქ დავესწრო მატჩს.

უნდა ვთქვა, რომ “კამპ ნიუზე” ვიზიტი ჩემს გეგმებში შედის. სურვილი მაქვს ვნახო მესის, ინიესტასა და სხვების თამაში.” – განაცხადა ბრაიანტმა.

[media=https://www.youtube.com/watch?v=DQJ5a1jjHyc]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward