ბარსელონას მეორე ფორმის პირველი რეალური კადრები გავრცელდა

ბარსელონას მეორე ფორმის პირველი რეალური კადრები გავრცელდა

კვირის დასაწყისში “ბარსელონამ” 2026/27 წლების სეზონის პირველი (საშინაო) ეკიპირება წარადგინა, რომელიც ულამაზესი დიზაინითა და ნომრებისთვის განკუთვნილი სპეციალური შრიფტით გამოირჩევა. მოლოდინი დიდია, რომ მაისურების გაყიდვის ტემპი წელსაც ძალიან მაღალი იქნება. სულ მალე კლუბმა ის სხვა ფორმებიც უნდა გაასაჯაროოს, რომლებსაც მომავალ სეზონში მოირგებს.

კობი ბრაიანტისადმი მიძღვნილი ახალი დიზაინი

memorabilia1899, რომელიც საფეხბურთო ფორმების დიზაინებზე სპეციალიზდება, “ბარსელონას”, Nike-ისა და კობი ბრაიანტის თანამშრომლობით შექმნილი მაისურის პირველი რეალური ფოტოები გაავრცელა. ეს კომერციული ალიანსი გასულ წელს დაიწყო და ოქროსფერმა ფორმამ გულშემატკივრებში დიდი წარმატება მოიპოვა, თუმცა მომავალი სეზონის ვერსია კიდევ უფრო დიდ მოლოდინს აჩენს.

კობი ბრაიანტის პატივსაცემად შექმნილი რიგით მეორე მაისური შავი ფერის იქნება, რომელსაც იასამნისფერი გრადიენტული ეფექტი ექნება. ეს ეფექტი შორტებზეც გადავა, რომელიც ძირითადად იასამნისფერი იქნება და შავი დეტალებით გაფორმდება. აღსანიშნავია, რომ იასამნისფერის ეს ტონალობა (‘Field Purple’) ზუსტად ისეთია, რომელსაც კობის გუნდი – ლოს-ანჯელესის “ლეიკერსი” იყენებს.

განსაკუთრებული დეტალები და ციტატა

მაისურის დეტალებს შორის გამოირჩევა კობი ბრაიანტის საკულტო ლოგო (‘Kobe Sheath’) და “ბარსელონას” გერბი, რომლებსაც ირიდისცენტული (სხვადასხვა ფერში მბზინავი) ეფექტი ექნებათ. ფორმის საყელო ზუსტად ისეთი დიზაინისაა, როგორიც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე Nike-ის ეკიპირებაში მყოფ ეროვნულ ნაკრებებს აქვთ. მაისურის კიდევ ერთი განსაკუთრებული ელემენტი საყელოს შიდა მხარეს დატანილი ფრაზაა:

“Leave the game better than you found it” (დატოვე თამაში იმაზე უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე დაგხვდა).

ეს არის ციტატა, რომელიც კობიმ კარიერის დასრულებისას წარმოთქვა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონასა” და კობი ბრაიანტის ახალი ფორმა გაყიდვაში ივლისის ბოლოს ჩაეშვება. ეს პერიოდი გუნდის პირველ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებს დაემთხვევა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    03 ივლ 2026, 11:14

    რა ფერისაა ზუსტად? მაგას შავები რო ქონდათ ის არ ჯობია?