workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო ბუსკეტსი იუბილარია

სერხიო ბუსკეტსი იუბილარია

1988 წლის 16 ივლისს საბადელში ქვეყანას მოევლინა სერხიო ბუსკეტს ბურგოსი, მას დღეს 27 წელი შეუსრულდა.

ესპანელი ნახევარმცველი “ბარსას” ახალგაზრდულ გუნდს 2005 წელს შეუერთდა. ჟუვენილ ა–ში მან 2005/06 წლების განმავლობაში 3 ტიტულის მოპოვება შეძლო. შემდეგ სეზონში იგი “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელი გახდა, რომელსაც იმ დროს პეპ გუარდიოლა წვრთნიდა. სერხიომ “ბარსელონას” პირველ გუნდში პირველად 2007/08 წლების სეზონში ითამაშა კატალონიის თასზე. მისი პირველი დებიუტი ლა ლიგაზე 2008 წლის 13 სექტემბერს “რასინგის” წინააღმდეგ შედგა. ბუსკეტსი გუნდში მალევე გახდა ცნობილი ფიგურა. ამ ყველაფერში მას ის თვისებები დაეხმარა, რომელიც მას ასე უხვად აქვს. იგი გამოირჩევა თავისი საფეხბურთო ინტელექტით. სერხიო მრავალფეროვანი მოთამაშეა მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში.

დაბადებისდღეს გილოცავთ სერხიო!

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward