workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს და სერხიო ბუსკეტსები ბარსელონას ლეგენდების შემადგენლობაში ერთად ითამაშებენ

კარლეს და სერხიო ბუსკეტსები ბარსელონას ლეგენდების შემადგენლობაში ერთად ითამაშებენ

“ბარსელონას” ლეგენდები სეზონს საინტერესო მოვლენებით დატვირთული მატჩით ასრულებენ. ალბერ ფერერის გაწვრთნილი გუნდი შაბათს, 6 ივნისს, თბილისის დროით 13:00 საათზე სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში “ლივერპულის” ლეგენდებს დაუპირისპირდება. შეხვედრა “სეულის მსოფლიო თასის სტადიონზე” გაიმართება.

დებიუტანტები და ოჯახური დუეტი

მატჩის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ხავიერ მასკერანოს, ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსის დებიუტი იქნება. ამასთან, სერხიოს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, პირველად ითამაშოს თავის მამასთან, კარლეს ბუსკეტსთან ერთად, რომელიც პირველი გუნდის ყოფილი მეკარე და ამჟამად “ბარსა ატლეტიკის” დელეგატია. მოედანზე ასევე ვიხილავთ “ბარსელონას” სპორტულ დირექტორს, დეკუს და საფეხბურთო მიმართულების კოორდინატორს, ბოიან კრკიჩს.

სრული განაცხადი

მატჩისთვის გამოძახებული სხვა ფეხბურთელები არიან: ხესუს ანგოი, კარლეს პუიოლი, ერიკ აბიდალი, მარკ ვალიენტე, ალეიშ ვიდალი, ანდრეს ინიესტა, გაისკა მენდიეტა, რიკარდუ კუარეჟმა, რივალდო, ნოლიტო, პატრიკ კლუივერტი და კრისტიან ტელიო.

მეტოქის შემადგენლობა

თავის მხრივ, აზიაში გასამართი ამ მატჩისთვის “ლივერპულმაც” შეკრიბა დიდი სახელები. მათი მთავარი ვარსკვლავი სტივენ ჯერარდი იქნება. მასთან ერთად ითამაშებენ: ვესტერველდი, რიისე, გლენ ჯონსონი, აბელ შავიერი, ჰიიპია, შმიცერი, ბაბელი, შკრტელი, ბერგერი, ლუის გარსია, რობი კინი, დუდეკი, ადამ ლალანა, კლავანი, კიუიტი, პონგოლი და პენანტი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 06 ივნ 2026, 09:41
    #3

    ეჰ მომენატრა ბუსი ცენტრში

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 04 ივნ 2026, 21:06
    #2

    ლაიფცინგის მცველი კასტელო ლუკება როგორია თუ იცით მაგაზე იწერება

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 04 ივნ 2026, 19:17
    #1

    თუ აჩვენებენ ტელევიზიით?