workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრაიდა პოგბას “ბარსელონაში” გადასვლას ურჩევს

ბრაიდა პოგბას “ბარსელონაში” გადასვლას ურჩევს

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ფრანგ ნახევარმცველს კატალონიურ გუნდში გადასვლას ურჩევს.

“პოგბა საინტერესო ფეხბურთელია, რომელიც კარგი თვისებებით გამოირჩევა. ის ნებისმიერ გუნდს გამოადგება. ცხადია, მისი შეძენით დაინტერესებულნი ჩვენც ვართ.

იმედი მაქვს, ის “ბარსელონაში” გადმოსვლას მოახერხებს. თუ ის “იუვენტუსიდან” წასვლას გადაწყვეტს, მაშინ უნდა იცოდეს, რომ “ბარსელონა” ბრწყინვალე კლუბი და პროექტია. მას სწორედ “ბარსელონაში” გადმოსვლას ვურჩევდი.

პოგბას აგენტი მინო რაიოლა ჭკვიანი ადამიანია, რომელსაც სატრანსფერო ბაზარზე საქმეების წარმართვა შეუძლია. პოგბა ძლიერი ფეხბურთელია, პირადად მე ის მომწონს, ისევე, როგორც პრეზიდენტ ბართომეუს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward