მორიგი ღამისთევა და ევროპულ გრანდთან მორიგი დაპირისპრიება. ასეა – საზაფხული ტური ფულის საშოვნელად იმართება და ის ფეხბურთელებისთვისაც არაკომფორტულია და გულშემატკივრებისთვისაც. ფეხბურთელებს ხანგრძლივი მგზავრობა უწევთ, გულშემატკივრებს კი ღამისთევა. საბედნიეროდ, “ბარსელონას” გულშემატკივრებს ღამისთევა, ჯერჯერობით, გვიღირს. გუნდი აშკარად იმედისმომცემ შთაბეჭდილებას ტოვებს.
“ოლოტთან” ფრის, “ინტერ მაიამისთან” გასეირნებისა და “რეალთან” დამაჯერებელი თამაშისა და მოგების შემდეგ “იუვენტუსის” ჯერი დგება. ტურინულ გუნდს საუკეთესო პერიოდი ნადვილად არ უდგას, მაგრამ იოლად დასაჩაგრი გუნდი არასდროს ყოფილა და ვერც ახლა იქნება.
სათამაშო ფორმა
გასული სეზონი ორივე გუნდმა ჩააგდო. “იუვეს” პროგრესი კი ჰქონდა – ჩემპიონთა ლიგაზე მარტივად მოხვდა, მაგრამ როდესაც “ბებერი ქალბატონი” იტალიის ჩემპიონობისთვის ვერ იბრძვის, ეს კატასტროფაა. სეზონი კიდევ უფრო ცუდი ჰქონდა “ბარსას”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, საბოლოოდ კი უტიტულოდ დარჩა.
“ბარსელონა” მატჩს უფრო მომზადებული ხვდება. კატალონიელებმა ამ სეზონში უკვე 3 ამხანაგური თამაშის გამართვა მოასწრეს, იუვემ კი ძალები მხოლოდ მექსიკურ “გვადალახარასთან” მოსინჯა, რომელიც 2-0 დაამარცხა.
სიტუაცია “რეალთან” დაპირისპირების მსგავსია – “ბარსა” თამაშის რიტმში უფრო მეტადაა, “იუვე” კი მგზავრობებით ნაკლებად გადაღლილია.
დანაკლისი
“ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ჩავის გუნდს ისევ ვერ დაეხმარება ფერან ტორესი.
“იუვენტუსს” კი ფედერიკო კიეზასა და მატია დე შილიოს გარდა პოლ პოგბაც არ ეყოლება.
ურთიერთშეხვედრები
“ელ კლასიკოს” მსგავსად ამჯერადაც ამხანაგური შეხვედრები უნდა გავიხსენოთ.
გუნდები ერთმანეთს ამხანაგურად აქამდე 6-ჯერ შეხვედრიან. აქედან 4 დაპირისპირება ამერიკაში გაიმართა, ხოლო 2 “კამპ ნოუზე”.
პირველი 2 ამხანაგური მატჩი 1969 წელს ნიუ იორკში გაიმართა. “ბარსამ” ორივე შეხვედრა მინიმალური სხვაობით მოიგო – 3-2 და1-0.
2003 წელს გუნდები ერთმანეთს ბოსტონში დაუპირისპირდნენ და 2-2 ითამაშეს.
2005 წელს “კამპ ნოუზე”, გამპერის თასზე თამაში კვლავ 2-2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი “იუვემ” იმარჯვა.
2017 წელს ისევ ამერიკა, ამჯერად ისტ რატერფორდი და კვლავ “ბარსას” მოგება, ანგარიშით 2-1.
ბოლოს “ბარსა” და “იუვე” გასულ წელს, გამპერის თასზე შეხვდნენ, როდესაც კატალონიელებმა 3-0 მოიგეს.
6 მატჩიდან 4 “ბარსას” სასარგებლოდ დასრულდა, ხოლო 2 ფრედ. ამერიკაში ჩატარებული 4 დაპირისპირებიდან კი “ბლაუგრანამ” 3 მოიგო, თუმცა სამივე მინიმალური სხვაობით.
ახალწვეულები
ორივე გუნდში ბევრი ცვლილებაა. “ბარსელონამ” რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, ფრანკ კესიე და ანდრეას კრისტენსენი დაიმატა.
თუ “ბარსელონაზე” დანამდვილებით ვიტყვით, რომ გაძლიერდა, “იუვეზე” ასე დარწმუნებულები ვერ ვიქნებით. ალეგრის გუნდმა პოლ პოგბა, ანხელ დი მარია, ფედერიკო გატი და გლეისონ ბრემერი დაიმატა, თუმცა გუნდი პაულო დიბალამ, ფედერიკო ბერნარდესკიმ, მატიას დე ლიხტმა, ჯორჯო კიელინიმ და ალვარო მორატამ დატოვეს.
გამორჩეული ფეხბურთელი
დღევანდელი შეხვედრა გამორჩეული უნდა იყოს მირალემ პიანიჩისთვის. რამდენიმე კვირის წინ გადაწყვეტილი იყო, რომ ბოსნიელი ნახევარმცველი “ბარსელონას” დატოვებდა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩავი მას ამერიკაში დააკვირდებოდა და შანსს მისცემდა. თუმცა მირალემს შვილი შეეძინა, რის გამოც ევროპაში დაბრუნება მოუხდა და მან “ინტერ მაიამისთან” და “რეალთან” მატჩები გამოტოვა.
გუშინ პიანიჩმა განაცხადა, რომ ძველ დონეზე დაბრუნებასა და სეზონის “ბარსელონაში” გატარებას გეგმავს.
ფეხბურთელს კარგი შანსი აქვს, თავისი შესაძლებლობები ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაამტკიცოს. მირალემი 2016-2020 წლებში “იუვეში” წარმატებით გამოდიოდა და სწორედ ტურინული გუნდიდან გადმოვიდა “ბარსელონაში”.
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კრისტენსენი, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი, კუადრადო, დანილო, გატი, ალექს სანდრო, პელეგრინი, ლოკატელი, ფაჯოლი, დი მარია, ვლაჰოვიჩი, და გრასა
პროგნოზი
- Sportskeeda: 2-1
- Sportsmole: 2-1
- Squawka: 2-1
ტრანსლაცია
თამაში 27 ივლისს, 04:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის ყურებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ, ამ გვერდზე იხილოთ.
მოგესალმებით ბიჭებო <3 კუნდეზე რაისმის??
3:0 ვიგებთ ლევანა 2 ს გაიტანს❤️❤️💪
აბა ვნახოდ დამა ქალებში როგორ იგრძნობენ თავს ბიჭები
იმედია კარგ ლინკებს დაგვიდებთ, თორემ საქართველოს ტვ-ს იმედით ჩემი მტერი იყოს.