workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
UEFA-ს სიმბოლურშიც “ბარსელონა” დომინირებს

UEFA-ს სიმბოლურშიც “ბარსელონა” დომინირებს

მორიგი ორგანიზაცია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის 2014/15 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა, UEFA-ა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს რჩეულ თერთმეტეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი “ბარსელონას” ჰყავს.

UEFA-ს ვერსიით ლა ლიგის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: კლაუდიო ბრავო (“ბარსელონა”), დანი ალვესი (“ბარსელონა”), ხერარდ პიკე (“ბარსელონა”), ნიკოლას ოტამენდი (“ვალენსია”), ხოსე გაია (“ვალენსია”), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (“სევილია”), ხამეს როდრიგესი (“რეალი”), დანიელ პარეხო (“ვალენსია”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”).

საუკეთესო მწვრთნელად კი “ბარსელონას” თავკაცი ლუის ენრიკე დასახელდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward