სამეფო თასის ფინალს მატეუ ლაოსი განსჯის

  • 14-02-2014, 00:15
  • სამეფო თასის ფინალს მატეუ ლაოსი განსჯის

    ესპანეთის მსაჯთა ბრიგადამ დაასახელა ის არბიტრი, რომელიც ესპანეთის კოპა დელ რეის ფინალს განსჯის, სადაც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. ცნობილი გახდა, რომ ფინალურ მატჩს მატეუ ლაოსი განსჯის.

    36 წლის მატეუ ლაოსს  პირველად უწევს ესპაენეთის კოპა დელ რეის ფინალში მსაჯობა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ ესპანეთის თასის ფინალი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის "ვალენსიას" სტადიონ "მესტალიაზე" 19 აპრილს გაიმართება.

    შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალმა" ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ ეტაპზე თანაქალაქელი "ატლეტიკო" დაამარცხა ანგარიშით 5-0 (ორი მატჩის ჯამში), ხოლო "ბარსელონამ" - "რეალ სოსიედადი" ანგარიშით 3-1 (ორი მატჩის ჯამში).

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV