workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ბურთების შეფარდებით ევროპაში საუკეთესოა

“ბარსელონა” ბურთების შეფარდებით ევროპაში საუკეთესოა

კლუბს იდეალური სეზონი აქვს, ამას სტატისტიკაც მოწმობს. ამ მომენტისთვის “ბარსელონას” ბურთების შეფარდებით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

ლუის ენრიკეს გუნდმა მიმდინარე სეზონში 67 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 13 მიიღო. შესაბამისად ბალანსი +54 არის, ეს კი საუკეთეsო მაჩვენებელია კონტინენტის 10 საუკეთესო ჩემპიონატს შორის.

რეიტინგი შემდეგი ქვეყნის ჩემპიონატებით არის შედგენილი: ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ჰოლანდია, თურქეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და რუსეთი.

ამ მონაცემებით კლუბი უსწრებს: მადრიდის “რეალს”(+50), “ბაიერნს”(+44), “პსვ ეინთჰოვენს”(+43), “პორტუს” (+43), “ჩელსის”(+37).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward