workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსამ” 2008 წლის შემდეგ ზედიზედ 11 მატჩი პირველად მოიგო

“ბარსამ” 2008 წლის შემდეგ ზედიზედ 11 მატჩი პირველად მოიგო

“ბარსელონამ”, “ლევანტესთან” გამარჯვების წყალობით, თავისი მოგებათა სერია 11 მატჩამდე გაზარდა. ამდენად, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ზედიზედ 11 შეხვედრა 2008 წლის შემდეგ პირველად მოიგეს, როდესაც კატალონიურმა გრანდმა ასეთი შედეგი, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, 16 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე დააფიქსირა.

“ბარსელონამ”, ლუის ენრიკეს მეთაურობით, ახალ 11-მატჩიან მოგებათა სერიაში შემდეგი გუნდები დაამარცხეს: “ელჩე” (5-0), “ატლეტიკო” (3-1), “ელჩე” (0-4), “დეპორტივო” (0-4), “ატლეტიკო” (1-0), “ელჩე” (0-6), “ატლეტიკო” (2-3), “ვილიარეალი” (3-2), “ატლეტიკი” (2-5), “ვილიარეალი” (3-1), “ლევანტე” (5-0).

“ბარსელონამ” ზედიზედ ყველაზე მეტი თამაში 2005/06 სეზონში მოიგო, როდესაც 22 ოქტომბრიდან 22 იანვრამდე კატალონიელებმა, ფრანკ რაიკარდის ხელმძღვანელობით, ზედიზედ 18 შეხვედრაში მოიპოვეს გამარჯვება. ამ რეკორდის მოსახსნელად “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” შემდეგი უახლოესი 8 მატჩი უნდა მოიგონ: “ბარსელონა” – “მალაგა”, “სიტი” – “ბარსელონა”, “გრანადა” – “ბარსელონა”, “ვილიარეალი” – “ბარსელონა”, “ბარსელონა” – “რაიო ვალიეკანო”, “ეიბარი” – “ბარსელონა”, “ბარსელონა” – “სიტი”, “ბარსელონა” – “რეალი”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward