მასკერანო: “კარიერის იქ დასრულება მინდა, სადაც დავიწყე”

მასკერანო: “კარიერის იქ დასრულება მინდა, სადაც დავიწყე”

“ბარსელონას” არგენტინელი უნივერსალი ხავიერ მასკერანო კარიერის მშობლიურ კლუბში, “რივერ პლეიტში” დასრულების სურვილს გამოთქვამს.

“კარიერის იქ დასრულება მინდა, სადაც დავიწყე – “რივერ პლეიტში”. თუმცა, “ბარსელონასთან” კონტრქტი 2018 წლამდე მაკავშირებს. ამის შემდეგ ვნახავ, შემეძლება თუ არა მაღალ დონეზე თამაში.” – აცხადებს მასკერანო.

ხავიერ მასკერანომ კარიერა “რივერ პლეიტში” დაიწყო. არგენტინელთა პირველ გუნდში ის 2003-2005 წლებში გამოდიოდა. მას შემდეგ, მან “კორინთიანსი”, “ვესტ ჰემი” და “ლივერპული” მოიარა და 2010 წელს “ბარსელონას” შეუერთდა.

 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი