ლივერპული ჟიულ კუნდეში 80 მილიონს იხდის

ლივერპული ჟიულ კუნდეში 80 მილიონს იხდის

ინგლისური “ლივერპული” სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერსისაიდული კლუბი მზადაა, “ბარსელონას” ფრანგი მცველის, ჟიულ კუნდეს სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როგორც ჟურნალისტი გაბრიელ სანსი იუწყება, კატალონიურ კლუბში 25 წლის ფეხბურთელს უფრო მეტად აფასებენ და მას გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, არსებული ფინანსური მდგომარეობის ფონზე, თუ ინგლისელების ოფიციალური შეთავაზება მართლაც 80 მილიონ ევროს მიუახლოვდება, “ბარსელონამ” შესაძლოა უკანახაზელის გაყიდვის საკითხი სერიოზულად განიხილოს.

ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები და თავად ფეხბურთელის პოზიცია უცნობია, თუმცა უახლოეს პერიოდში ინგლისელთა მხრიდან პირველი ოფიციალური ნაბიჯების გადადგმაა მოსალოდნელი.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (35)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    06 მაი 2026, 20:00

    გაასხან. ვაბშე პოროს მოყვანა და ამის ცენტრში გადაწევაც კარგი იქნებოდა

  • Nika92
    Nika92 ვეტერანი
    05 მაი 2026, 21:42

    თარიღები როარ ჩანს წლ კლასიკო როდის არის რომელ რიცხვში?

    • me da barca
      me da barca ლეგენდა
      05 მაი 2026, 23:33

      როგორ არ ჩანს, 10 მაისი, 23:00

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    05 მაი 2026, 20:19

    რა უაზრობაა, ყოველი ახალი კომენტარი ზემოთ რატომ არაა? ქვემოთ გაქ სიტყვაზე მომხმარებელთან დიალოგი და რო გახსნი სიახლეს ქვემოთ უნდა ჩაყვე წამდაუწუნ, რა უბედურებაა, ეს ვის მოსწონს კი მარა? ან კონკრეტულ ტექსტს რო აკოპირებ და მომხმარებელს ნიკზე უციტირებ ეგ ფუნქცია მოშლილი რატომაა? რამხელა წუნი აქვს, იმდენი ხარვეზია, რაც დისკომფორტს მიქმნის და მგონი მარტო მე არ ვარ ასე, ძველი დიზაინი გაცილებით უკეთესი იყო აშკარად.

    • PUIOL5
      PUIOL5 გულშემატკივარი
      05 მაი 2026, 22:57

      რავი ძმაო შემოსვლის სურვილი დამიკარგა ამ უაზრო ცვლილებამ. ძველი ვერსია მილიონჯერ ჯობდა ამ ღლეობას.

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      06 მაი 2026, 23:04

      რაც დრო გადის მეც ვრწმუნდები ერთადერთი თითქოს დიზაინი ჯობია. ფუნქციონალურად 100 ძველი ჯობდა. ეს ჭედავს თან ყველა სიკეთესთან ერთად. მარტო საქართველოში იცვლება ხოლმე ძველი უარესი ახლით🙂😕

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      07 მაი 2026, 06:09

      პროფილშიც არ ჩანს კომენტარების რაოდენობა.

  • M10 S9 D11
    M10 S9 D11 ლეგენდა
    05 მაი 2026, 19:33

    არ გვინდა 80 მილიონი ვირცი გამოუშვან პირდაპირ

    • Robert lewandovski
      Robert lewandovski კულე
      05 მაი 2026, 19:46

      სხვათაშორის ადრე მეც მინდოდა ვირცის გადმოსვლა, მარა რო ვაკვირდები აშკარად ვერაა ის რასაც ველოდი. ნუ ახალნდელ ლივერში უამრავი პრობლემებია ერთის მხრივ, მარა მაინც ცოტა გადაფასებული იგროკი მგონია. ჩვენ ნახევარდაცვაში რომელს აჯობებს როგორ ფიქრობ?

      • Rivaldo80
        Rivaldo80 ვეტერანი
        05 მაი 2026, 20:07

        ფერმინთან ახლოსაც ვერ მოვა ან სად უნდა ათამაშო როგორც გარემარბი ნელია და 10 ბარსაში ეგ ფეხვს ვერ გაშლის ჩვეულებრივი იგროკია დღემდე ვერ ამოვხსენი რატომ გადაიხადეს მაგხელა თანხა ყრია ეგეთები😂😂😂 ამდროს სობოსლაი მიათრევდა ლივეს👌🏻

        • Robert lewandovski
          Robert lewandovski კულე
          05 მაი 2026, 20:13

          ფორვარდი გვჭირდება ყველა ვარიანტში, ნახევარდაცვაში ყველაფერი მოგვარებულია და რესურსი საკმარისზე მეტია. ვნახოთ ვის მოიყვანენ, გიოკერეშის ვარიანტი ყველაზე მეტად მომწონდა მიქარეს რო ხელიდან გაუშვეს.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    05 მაი 2026, 18:51

    ტილიანის გაგდებას ითხოვენ ქომაგები 😂😂 არადა აქ მახსოვს ბევრი წერდა ვსიო ბარსა ლალიგას ვეღარ მოიგებსო ამოგვტენიანოო😂😂😂😂😂💩 ბევრი ვიძახდით რომ ვინი ბელინგემი და ტილიანი ერთ გუნდში ნაღმიაა ეგრე აგიხდეთ ყველაფერი👌🏻ჯერ ალოსნოს რა გაუკეთეს ბიჭო ესე როგორ გააგდეს თფუი

    • Robert lewandovski
      Robert lewandovski კულე
      05 მაი 2026, 19:03

      არადა სულ იმუქრებოდნენ მბაპე მოვა და აი ნახეთ რას გიზავთო, რაც ეგ მივიდა რამდენი კლასიკო მოვუგეთ ტიპებს, ერთი ძლივს მოგვიგეს, ისიც იმიტო რო ნახევარი გუნდი დამტვრეული გვყავდა, რეალს კიდე საერთოდ ტიტული დაენატრა. მბაპე არის გაპიარებული პიჟონი, სულ ვამბობდი და ფაქტიცაა, თუ დატოვეს კიდევ ერთ სეზონი უტიტულოდ დარჩებიან, ჩვენთვის მთლა უკეთესი, ყოფაც სტირებიათ. ტრანსფერები გავაკეთოთ საჭირო მთავარია, გაიწმინდოს გუნდი, ლა ლიგებს ისედაც ვდებთ, რეალს როცა გვინდა მაშინ ვ.არობთ, აი ლიგა რო ვერ მოგვიგია წლებია ეგ ტეხავს და იმედია რო მაგასაც შევძლებთ, 11 წელი გავიდა უკვე მაგის დედა ვატირე. შარშან და 2019-ში ყველაზე გულდასაწყვეტი იყო, იმიტო რო ორივე შემთხვევაში ძაან ახლოს ვიყავით მოგებასთან.

  • Berlinetta
    Berlinetta ლეგენდა
    05 მაი 2026, 16:17

    ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მესამე ნახევარცველს როგორ გამოიყენებ, სხვა გუნდებიც თამაშობენ 4-2-3-1 ფორმაციით , მაგრამ მათი ათიანი მეოთხე ფორვარდი კი არა, რეალურად ნახევამცველია… დე იონგსა და პედრის მათზე ძლიერი ნახევარცველი(ჩამშლელი) თუარ დაეხმარა, ვერ მოვიგებთ ლიგას… დასკვნით ფაზაში უბრალოდ ძალა არ ყოფნის გუნდს…

    ბერნალიც არაა მზად ჯერჯერობით, 18 წლისაა და საყრდენობა ამ ასაკში ურთულესია, რატომ არ ვაძლევთ ნებას, განვითარდეს როტაციაში, ყოველგვარი წნეხის გარეშე ? ამ გუნდს წყალივით სჭირდება ჩამშლელი, არ არის აუცილებელი პრესრეზისტანტული , არ არის აუცილებელი ახალი ბუსკეცის პოვნა, მთავარია სისწრაფე, სიხისტე, ბრძოლა შემატოს ჩვენს ნახევარდაცვას… ათიანზე უარი უნდა თქვას ფლიკმა, ან ორი ისეთი ჰიბრიდი სჭირდება(6/8) დუელვინერი დირიჟორი ერთდროულად რომ იქნება, მაგალითად ჟოაო ნევეში… მაგასგავი ჯობსო, არავინ მომატყუოს, ოდესმე ნეტა მართლა
    აჯობოს.

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      05 მაი 2026, 16:37

      აი ზუსტად! მაგას გავიძახი მეც წლებია უკვე და არავინ მისმენს, ჩვენს ნახევარდაცვას ისე ჩაუვლიან ხოლმე გეგონება არც არსებობდეს ან კიდე ერთი გრძელი პასით ჭრიან მთლიან ნახევარდაცვას რის შემდეგაც უდიდესი წნეხი მოდის დაცვაზე, ჯერ ხო ისედაც მკვდარი დაცვა გვყავს ცენტრამდე რომაა აწეული და მერე ეს ემატება. საყრდენი უმნიშვნელოვანესია დღევანდელ ფეხბურთში, ტყვილა არ ეწოდება “საყრდენი” ეგ არის გუნდის საყრდენი, დედაბოძი, მაგის გარეშე გუნდს ბალანსი მორღვეული აქვს. სანამ ბარსელონას არ ეყოლება წესიერი საყრდენი ესპანეთს ვერ გავცდებით. საყრდენი და სტრაიკერი უნდა იყოს პრიორიტეტი ამ ზაფხულს მაგრამ დეკუს იმედად ჩემი მტერი იყოს, არაფრის მომყვანი ეგ არაა.

      • PETREE
        PETREE ახალბედა
        05 მაი 2026, 20:12

        ვინ მოგყავს საყრდენზე მერე? ბერნალმა ყველა მატჩში შეაგდო თითქმის,შეტევაში ფერანს მაინც ჯობია და დაცვაშიც კარგია,ნუ დე იონგს მაინც ჯობია.

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    05 მაი 2026, 15:15

    ზოგადად გუნდი, რომელსაც ჩლს მოგების ამბიცია აქვს, მგონია რომ რამდენიმე კომპონენტს უნდა აკმაყოფილებდეს:

    1. ერთიანობა
    ერთიანობა მგონია რომ დიდ წილად მენტალური შეთავსებითა და ერთად გამოცდილებების დაგროვებით მოდის, ანუ ვგულისხმობ რომ 23ვე ფეხბურთელი მენტალურად სწორ პოზიციაზე უნდა იდგეს, ერთმანეთს მხარს უნდა უჭერდნენ, არ უნდა შურდეთ, ერთმანეთისთვის თავის გაწირვა უნდა შეეძლოთ, ერთმანეთს უნდა აფასებდნენ და ბოლოს – უნდა იცნობდნენ.
    ამიტომაა რომ გუნდები, რომლებიც ბევრ ცვლილებას ანხორციელებენ, ისინი იმ სეზონში ვერაფერს აღწევენ , რადგან ამ ერთიანობის ჩამოყალიებება ძალიან რთულია.
    ბარსას ამ კომპონენტში ძალიანაც არ უჭირს, მაგრამ ფაქტია რომ გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც ცოტა სხვა ხასიათისა და შეგნების ტიპია და ჩემი აზრით ესენი უნდა მოვიშოროთ.

    2. ასაკი
    ცოტა რაღაცნაირად კი ჟღერს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს, როგორც ფიზიკური ისე მენტალური თვალსაზრისით. ჩემი აზრით ფეხბურთელების პრაიმი სადღაც 25დან 31 წლამდე გრძელდება, რა თქმა უნდა არიან გამონაკლისებიც, მაგრამ მგონია რომ უდიდესი ალბათობით ისეთი გუნდები იგებენ სერიოზულ ტიტულებს, რომელთა შემადგენლობაშიც 70% პრაიმ ასაკშია, ხოლო ძირითადში რაც მეტი მით უკეთესი.
    ბარსას ამ კუთხით სერიოზული ცვლილებები აქვს განსახორციელებელი.

    3. მწვრთნელის ფაქტორი – ტაქტიკური შეთავსებადობა
    ეს პუნქტი გულისხმობს იმას თუ რა ტიპის ფეხბურთელები გყავს და რა ფეხბურთს ათამაშებ.
    ფაქტია ფლიკის შემთხვევაში რაღაცები სწორად ჯდება და რაღაცები არა, ანუ მთლად სწორი ფეხბურთელები არ გვყავს იმისთვის რისი თამაშიც მას სურს, ამ დროს ვაწყდებით კომპრომისებს, კომპრომისები კი იმის მაუწყებელია რომ მთლად საუკეთესო სიტუაციაში ვერ ხარ, ბარსასთვის კი ეს პირდაპირ იმისი გარანტიაა რომ ლიგას ვერ მოიგებს, რადგან ბარსას არც იღბალი აქვს და არც მსაჯების დახმარება, ეპოქალურად კი მხოლოდ მაშინ იგებდა, როცა საუკეთესო გუნდი იყო მსოფლიოში, ასე რომ ამ ზაფხულს ან ამ კომპრომისებს მოუხერხონ რამე, ანდაც ტყუილ იმედებს ნუღარ გავიჩენთ.

    4. ლიდერები და ჯარისკაცები
    გუნდში საჭიროა სულ მცირე 3 ისეთი ტიპის ფეხბურთელის მინდორზე ყოფნა, ვისაც მთლიანი თამაშის შეცვლა შეუძლია და ვისაც გუნდისგანაც მხარდაჭერა აქვს.
    ჩვენს ჩემთხვევაში ასეთები არიან: იამალი, რაფინია და პედრი. პოტენციურად ახლოს დგანან ჯოან გარსია, ლოპესი, კანსელუ და დეიონგი.
    მაგრამ ლიდერებთან ერთად საჭიროა ჯარისკაცებიც, რაც გულისხმობს სტაბილურად და თავდაუზოგავად დავალებული საქმის შესრულებას.
    აქ ასეთები არიან: ერიკ გარსია, გავი, კუბარსი და ბერნალი.
    ამ გადმოსახედიდან ლიდერებზე მეტად ჯარისკაცების ნაწილში ყველაზე მეტად გვიჭირს, რადგან ზოგს სტაბილურობა არ გააჩნია, ზოგს – თავდაუზოგავობა, ზოგს კი ორივე.
    ფაქტი კი ისაა რომ სწორედ ამ ხალხისგან უნდა შეირჩნენ გასაჯმეინებლები.
    5. სკამი
    დღევანდელობაში ამ გადატვირთულ ფონზე აუცილებლობაა დიდი და ნორმალური სკამის არსებობა. აქვე უნდა დავკონკრეტდეთ რომ სკამი უბრალოდ ის არ არის რომ პროსტა სახელები გყავს, არამედ სკამის ხალხისგან პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია სანდოობა, გავლენის მოხდენა და ადგილისთვის ბრძოლა. ბარსაში კი ამ მხრივ სერიოზული სამუშაო გვაქვს.
    6. ფიზმომზადება და ექიმები
    ამ კომპონენტშიც არ ვართ იდეალურად, ფაქტია ჩვენი მეორე ჩემპიონთა ლიგაც ტრავმებს შეეწირა (მსაჯებს რომ თავი დავანებოთ), შესაბამისად ეს კიდევ უფრო ამყარებს მეხუთე პუნქტის მოგვარების საჭიროებას.

    მოკლედ რომ შევაჯამოთ:
    ჩემი აზრით გუნდს ჭირდება რამდენიმე ფეხბურთელის მოშორება (მეოთხე პუნქტიდან გამომდინარე სულ მცირე ნახევარი მაინც რომ გავყაროთ უკვე საქმეა), მაგალითად გავუშვათ გაიჯარებულები, პლუს ამათ ლევანა, შესნი, კრისტენსენი, ბარჯი და კასადო. ფულის ამბავში შეგვიძლია შევწიროთ არაუხო, ოლმო ან ბალდე.
    უნდა მოვიყვანოთ: ძირითადის სტრაიკერი, ძირითადის მარცხენა ცენტრალური მცველი, 1 ფულბექი და ორივე სკამის ვინგერი.
    მაგალითად ჩემთვის იდეალური ვარიანტები არიან:
    ოსიმენი (ლევანას ნაცვლად)
    მიკა გოცი(რაშფორდის ნაცვლად)
    კრისტიან რომერო (კრისტენსენის ნაცვლად)
    კუკურელია (ბალდეს ნაცვლად)
    სილვა (ბარჯისა და კასადოს ნაცვლად)

    შემადგენლობა ლაგდება ასე:
    ძირითადში: ჯოანი, კუნდე, კუბარსი, რომერო, კუკურელია, დეიონგი, პედრი, ლოპესი, რაფინია, ოსიმენი, იამალი
    სკამზე: კოჩენი, ესპარტი, გარსია, მარტინი, არაუხო, გავი, ბერნალი, ოლმო, გოცი, ტორესი, სილვა, პლუს ლამასიელები.

    შემდეგ სეზონს ამ გაძლიერებით აუცილებლად გადავლახავდით, ხოლო რამდენიმე ფეხბურთელზე კითხვებს, მგონია რომ ამ 1 სეზონის მერე პასუხი გაეცემოდა.. ასეთები არიან: კუნდე, ოლმო, ტორესი და არაუხო.

    • PUIOL5
      PUIOL5 გულშემატკივარი
      05 მაი 2026, 18:27

      ლიგა რომ მოვიგოთ გვჭირდება ჩამშლელი და ფორვარდი. დეიონგით ლიგას ვერ მოვიგებთ. ეგ უნდა გაყიდონ და მოიყვანონ ჩამშლელი რასაც ქვია. პედრი ცოტა ზემოთ ამოწიონ ცენტრში, მეორე მხარეს ოლმო ან ფერმინი, მე ოლმო უფრო მომწონს. ჩემი აზრით გამოკვეთილი 10იანი არ გვჭირდება. გვყავს იამალი რომელიც ორივე პოზიციას ერთდროულად შეითავსებს, მთავარია ფორვარდი იყოს ცივსისხლიანი და შეყაროს გოლები

      • PETREE
        PETREE ახალბედა
        05 მაი 2026, 20:05

        ჩამშლელზე ბერნალი გვყავს მეგობარო,ფერან ტორესზე უკეთესი არის შეტევაში და რა ვიცი,დაცვაშიც არაა ცუდი.დააფასეთ ფეხბურთელები, რეალურად ფორვარდი გვჭირდება ბოლო ფაზაში გვიჭირს,შარშან ამ ტაქტიკითაც გავქაჩეთ და ფორვარდი გვყავდა,ნუ იქ სხვა თემა იყო წაგების.

        • PETREE
          PETREE ახალბედა
          05 მაი 2026, 20:11

          სკამის ფეხბურთელები და ფორვარდი გვინდა დამიჯერე. გასაყიდია:არაუხო,კასადო, ლევანდოვსკი და ფერან ტორესი.

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      06 მაი 2026, 23:15

      საინტერესოა ძაან მაგრამ შენ თითონაც ხომ არ გჯერა რომ ეს ყველაფერი ან ნახევარი მაინც მოხდება?😆 აი რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ხალხი მიხვდეს ლაპორტას ხელში ამ გუნდს ლიგის მოგება არ უწერია. განა ჯადო აქვს კაცო, უბრალოდ ვერ აკომპლექტებს წესიერად გუნდს, არ ყავს პროფესიონალები და არ აქვს ფული. სხვა რა გზა იცი შენ კაცურად მითხარი ლიგის მომგები გუნდის აწყობის? როცა მრჩეველი კრუიფი ყავდა, საქმის გამკეთებელი როსელი და ახლა სიტიში როა დირექტორი ის და ფულიც ქონდა კი ყიდულობდა ეტოო, რონალდინიო, მარკესებს და ტურეებს და ახლა დარჩენილია კაცი თავის აფერისტობის და ტყვილების იმედათ. პლუს ამას კონკურენცია და მდიდარი კლუბები ახლა გაორმაგებულია. იქით ტრადიციული გრანდები ბავარია, რეალი, არსენალი. დაემატა სიტი და პსჟ ულევი რესურსით. ბარსა კი გაკოტრების პირასაა და სრ გვინდა დავიჯეროთ🙂 არ გვეუბნება ეს კაცი სიმართლეს, მიხვდა რომ ტყვილები და ოცნებები გვრიჩევნია ვჭამოთ და გვბერავს ისიც რა ენაღვლება. აგერ სასწაულად გაუმართლა ფლიკში და იამალში და გადააგორა ორი წელი მშვენივრად. ასე ალბათ აღარ გაუმართლებს მაგრამ მეოცნებე ხზლხ რა გამოლევს? გაისად რომ უტიტულოდ დავრჩებით და ხელის გულზე გვედება ის შედეგი რომ ყოველ წელს უფრო სუსტი გუნდი იქნება გამოუშვებს ახალ დაპირებებს. იწ ჰოლანდის აგენტთან და ნათესავებთან სიახლოვეს იქ შეიძლება იმ დროისთვის საუკეთესო მცველის მამის კურსელი აღმოჩნდეს ( ყოველ შემთხვევაში ასეთ სტატიას დააწერინებს თავის ჟურნალისტს და ჩვემს შევჭამთ, არ ვჭამთ თუ რა წლებია) თუ გგონია რომ ვაჭარბებ აგერაა სატრანსფერო სეზონი რაღა დარჩა ძმა. დაინახავ რომ გუნდი უფრო დასუსტდება ვიდრე გაძლიერდება🥺 საუმედუროდ ესაა რეალობა და ტყვილად გახსნეს აწ არჩევნებზე შამპანური როცა ლაპორტამ მოიგო, ძაან ტყვილად😕

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    05 მაი 2026, 14:19

    აბა, დღეს რა პროგნოზები გაქვთ ძმებო? მგონი ჩაედება ფარჩაკ ჩოლოს, დარწმუნებული ვარ. აი ხვალ კი წესით ბავარია გავა, ნუ პსჟ-ს ზედიზედ ლიგა არ მინდა, ამ ფორმაციის ბავარიას რაც შეეხება, კომპანის ხელში რეკორდმაისტერის მსგავსი შედეგი დიდად გასაკვირი არაა, რადგან მგონი გეცოდინებათ ვისი რეკომენდაციითაც დაინიშნა ეგ კაცი მანდ. არსენალი-ბავარია იქნება დიდებული ფინალი.

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    05 მაი 2026, 13:48

    გამაგიჟებენ ესენი ბიჭო კუნდეს ყიდიან და ფერანს და არაუხოს არა

  • Cule cule
    Cule cule ახალბედა
    05 მაი 2026, 12:56

    კუნდე არ გაიყიდება!

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    05 მაი 2026, 12:56

    რეალურად თუ დავფიქრდებით კუნდეზე უკეთესი მხოლოდ ჰაკიმია, თორე სხვები ან უტოლდებიან და დაბლა არიან.
    ასე ბაზარზეც არავინაა ვისზეც დარწმუნებული იქნები რომ მოვა და კუნდეს უეჭველი აჯობებს, თან მაგ თანხაში მოგივა.
    მე მაგალითად 50/50ზე ვარ.
    1 სეზონი ჩაუვარდა კაცს, თორე წინა წელს დაფრინავდა და ამ 1 სეზონის გამო მაგისი გაყიდვა არარეალური მგონია, მითუმეტეს რომ პრაიმ ასაკშია, საფრანგეთის სასტარტოს წევრია, იქ ყოველთვის მაგრად თამაშობს, ასევე იამალსაც საკაიფოდ უგებს და პოტენციალი ძალიან დიდი აქვს.
    ეს წელი რატო ჩაუვარდა კაცმა არ იცის და რა თქმა უნდა რისკი არის რომ მომავალიც ჩააგდოს, მაგრამ ასევე იმის პოტენციალიც არსებობს რომ საუკეთესო ფულბექი გახდეს, ამიტომ რთულია აქ რაიმე გადაწყვეტილების მიღება.
    ჯერ მარტო იმით რომ ვიმსჯელოთ თუ ვინაა ბაზარზე და ვის მოვიყვანთ რომ კუნდეს უეჭველი აჯობებს, ეგეთიც არ ჩანს არავინ.
    ეგ კი არა ეს 2 დღეა რაიოს რაციუზე იწერება 25 მილიონადო და ანუ ხო ხვდებით რა კატეგორიის მომყვანებიც არიან კუნდე რომ გაუშვან, ამიტომ მოდი შევეშვათ კუნდეს და ჯერ რაც მთავარია იმას მივხედოთ.

    • Rivaldo80
      Rivaldo80 ვეტერანი
      05 მაი 2026, 13:45

      კი ჰაკიმი შეტევაში ჯობია დაცვაში ჰაკიმი დირკა რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.კუნდე გადაიღალა მერე ტრავმა ყველას ავიწყდება რომ ცენტრალური მცველია და ტიპი 90 წუთი დარბის წინ და უკან ეს ურთულესი რამეა.მაინც არავის უთრევია როგორც მენდეშს არწყევინა ოლისემ✌🏻

      • Barca for life
        Barca for life ვეტერანი
        05 მაი 2026, 15:19

        ყველაფერში გეთანხმები პროსტა კუნდე ცენტრაული მცველი აღარაა 3-4 წელია და მაგითი ვეღარ გავამართლებთ უკვე. ნუ ტრავმები კი ბატონო.. რაღაცნაირად ამოვარდა ფორმიდან და მენტალურადაც ვერაა ხოდზე.
        მე იმედი მაქვს რომ მსოფლიოზე ითამაშებს საკაიფოდ როგორც 2022ში იყო და მაგის მერე გაეხსნება ჩვენთანაც.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    05 მაი 2026, 11:45

    რამდენიც შემოვდივარ თითქმის ყოველივეჯერზე მარტო მე მიწევს ავტორიზაციის გავლა თუ თქვენთანაც ასეა? ყველანაირად არაკომფორტულია ეს დიზაინი ჩემთვის და კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ ბევრისთვისაც.

    • jacky iakovenko
      jacky iakovenko ვეტერანი
      05 მაი 2026, 17:00

      აჰა მიდის კლუბიდან და პრეტენზიებიც გამორეკა 😂🤣გაახანგრძლივე კიდევ 1 წლით

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    05 მაი 2026, 10:41

    ფრიმპონგი მოგვცენ და 50 დაამატონ :დ რა თქმა უნდა ჭორია, არ ღირს კუნდე მაგდენი, ასაკის გამოც თუნდაც. ისე მართლა რო გაყიდონ ნეტა ვის განიხილავენ, კარგი მარჯვენა მცველები არც არიან ბაზარზე, ფრიმპონგს დაცვაში თამაში არ შეუძლია, შეტევაში ძაან ძლიერია მარა დაცვაში 0. კიდე ეგ უნდა ჩვენ უბედურებას? პედრო პოროს არაუშავს მარა ეგეც შემტევია, თან ტოტე არ გავარდება და ფასიც არ ექნება იაფი. ვესლი მევასება რომადან, ძაან კლასნი ბიჭია დიდი მომავლით მარა ეგეც შემტევია და თან ფასი აუვარდება 80 ზე. დეკოს მოვუკითხე გამზრდელი, მთელი წელი იწერებოდა რო ეგ ბიჭი ბარსას შეთავაზებას ელოდებოდა. 20 მილიონი დაუჯდა რომას. ორივე ფლანგზე ძაან მაგარია, 5 გოლი აქვს უკვე და დაფრინავს. მოკლედ ერთი დაცვითი და ერთი შემტევი მარჯვენა მცველი ძალიან კარგი იქნებოდა, მეტოქის მიხედვით რო შეარჩევ ძირითადს. ჭორია მარა თუ მართლა გადაიხადეს 80 კუნდეში, ტრანსფერში ფრიმპონგი რო ჩართონ, 40-50 მოგვცენ და პლიუს ფრიმპონგი და მაგ ფულით დაცვითი მარჯვენა მცველის ყიდვა იდეალური იქნება, მაგალითად პავარი, დაგვიჯდება 15 სულ და პოზიციურად კუნდეს ტიპის მცველია. იდეალური გარიგება გამოვიდოდა მარა როცა გუნდში დეკო წყვეტს ყველაფერს იქ იდეალურად არაფერი დასრულდება.

    • Rivaldo80
      Rivaldo80 ვეტერანი
      05 მაი 2026, 11:33

      კუნდე არ ღირს 80 ?😂😂 კუნდეში ყველა ინგლისური გრანდი გადაიხდის 80 არცკი დაფიქრდება თავის სტილში ნ1 დღეს ვაახ როგორ არ აფასებთ საკუთარ ფეხბურთელებს რაც ჩამოთვალე მეგობარო კუნდეს ცალი ფეხიც არ ღირს 😂🤝

    • MESSI 2017
      MESSI 2017 ვეტერანი
      05 მაი 2026, 13:52

      კუნდე 80ც ღირს და 100ც კუნდეს დონის ფეხბურთელი მარჯვენა ფლანგზე ბაზარზე არაა ჰაკიმი თუ ჯობია მარტო ისიც იმიტომ რომ ეგ მთელი კარიერა ფლანგის მცველია კუნდე კიდე 3 წელია ფრენკი ნაგავიაო პედრი გაპიარებულიაო ყოველ წელს ეგრე რატო უნდა წეროთ?😀 თან შემდეგ სეოზნში საერთოდ სხვა რამეს წერთ და სეზონის ბოლოს თუ ლიგიდან გამოვარდიტ მარტო მერე წერთ ეგეთ რამეს 😀
      გყავდეთ კანსელუ და არაუხო მეყის ღირსი არ ხართ ვინც საკუთარ ფეხბურთელებს ვერ აფასებთ

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    05 მაი 2026, 10:37

    80 ლიმონი დადონ მაგიდაზე და წაიღონ

    • MESSI 2017
      MESSI 2017 ვეტერანი
      05 მაი 2026, 13:52

      და ვინ მოგყავს მითხარი აპა?

      • Lasha Mamuladze
        Lasha Mamuladze გულშემატკივარი
        06 მაი 2026, 11:31

        ვინ მომყავს და რამოდენიმეაა მაგალითად ვისი მოყვანაც შეიძლება, ჯერემი ფრიმპონგი, დანიელ მუნიოსი-ძაან ენერგიული და ერთდროულად კარგი დაცვაში და შეტევაში, ან კიდე არსენალში როა ტიმბერი.. 80 ლიმონი არ არი ცოტა ფული ამ ჩამონათვალიდან რომელიმეს კოსაყვანად თან ახალგწზრდები არიან და თან მაგ პოზიიციის ფეხბურთელები და არა ცენტრ ბაქიდან გადაკეთებული რაით ბექი…ეს ჩემი აზრია და მივესალმები იმას თუ კუნდეს გაუშვებენ და ვინც ჩამოვთვალე მაქედან რომელიმეს მოიყვანენ, კუნდეზე სწრაფებიც არიან მათ შორის მგონი არ გამომრჩა რამე..შენ რას ფიქრობ მაგალითად მართლა მაინტერესებს, უბრალოდ ისე მკითხე ვინ მოგყავსო თითქოს მხოლოდ კუნდე იყოს რაით ბექი ამჟამად და სხვა არავინ..