“ბარსელონას” დირექტორთა საბჭომ, ვიცე-პრეზიდენტ რაფა იუსტეს ხელმძღვანელობით, მორიგი შეხვედრა გამართა, რომელზეც პირველი გუნდის წინასასეზონო მზადების დეტალები განიხილეს. მსოფლიო ჩემპიონატის გამო, წელს ტრადიციული საზაფხულო ტურნე აღარ გაიმართება, რადგან ყველა წამყვანი ფეხბურთელის შეკრებაზე დროულად გამოცხადება ფიზიკურად შეუძლებელია. ამის ნაცვლად, კატალონიელები შეკრებას ინგლისში, ბირმინგემის მახლობლად მდებარე “სენტ ჯორჯს პარკზე” გაივლიან. მოსალოდნელია, რომ ეს ეტაპი ივლისის ბოლოს დაიწყება და დაახლოებით ორ კვირას გასტანს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით არსებულ შეთავაზებებზეც ისაუბრეს. პირველი დაპირისპირება კენიაში, სავარაუდოდ, ნაირობიში გაიმართება, სადაც “ბარსელონას” მეტოქე, შესაძლოა, ინგლისური “ლივერპული” იყოს. მეორე შეხვედრის ჩატარება კი მაროკოში იგეგმება, სადაც კატალონიური კლუბი სავარაუდოდ ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდება.
დირექტორთა საბჭომ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი ტრადიციული ჟოან გამპერის თასის შესახებაც იმსჯელა, თუმცა მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ნიდერლანდური “აიაქსი” განიხილება. ამსტერდამული კლუბი საკუთარი კალენდრის გარკვევას ელოდება, რათა დაადგინოს, მოუწევს თუ არა ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში.
რაც შეეხება 2026/27 წლების სეზონის დაწყებას, ლა ლიგის პირველი ტური 15-16 აგვისტოს არის ჩანიშნული. თუმცა, ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის განცხადებით, ის გუნდები, რომელთა ფეხბურთელებიც მსოფლიო ჩემპიონატზე შორს წავლენ, ასპარეზობას 22-23 აგვისტოს, მეორე ტურიდან დაიწყებენ. მათი პირველი მატჩები კი მოგვიანებით, 25-26 აგვისტოს ჩატარდება. ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის წილისყრა 27 აგვისტოს გაიმართება, ტურნირი კი ტრადიციულზე ადრე, 8-10 სექტემბერს აიღებს სტარტს.
პოროს მოყვანაზე და კუნდეს ცენტრში გადაწევაზე რა აზრის ხართ?
მე ვფიქრობ რომ მთლიანი ფინანსები ფორვარდში უნდა ჩაიდოს და დაცვაში კრისტენსენის ფიზიკურად მოხოდვას დაეთმოს ყურადღება.
არ მესმის რატო გადაიარა ხალხი ბერნარდო სილვაზე 😀 რადროს ბერნარდო სილვაა ხალხო შემტევები გოლს ვერ იტანენ ბარსას ნახევარდაცვას არფერი ჭირდება ჯერჯერობით მითუმეტეს ფულზე დახამებული ბერნარდო სილვა რომელმაც თავის დროზე მოსვლა არ იკადრა ხელფასს ეს თუ გაგვიმართლა 14 მილიონს აიღებს მარტო მსოფლიოს მერე ისე დაიკიდებს ფეხბურთს როგორც დაგიბარებია მარა დეკუმ ხომ უნდ აავსოს ახლა გუნდი პორტუგალიელებით შარშან და შარშან წინ არ დაუმატებია და ახლა ერთიანად მოყრის კანსელუს ლეაოს ბერნარდოს და გონსალუ რამოშს
ჯერ ნაგავი გაყარონ გუნდიდან და მერე შემტევები და მცველები მოიყვანონ და მერე მიხედონ ნახევარდაცვას
რა თქმა უნდა ჯერ გასაყიდებს გაუშვებენ და მერე რაც ფული დაუგროვდებათ, იმით იფიქრებენ მოსაყვანებზე.