გამოვლინდა დეკემბრის თვის ვიქტორინის გამარჯვებული. ქულების მაქსიმუმი დააგროვა Writer-მა, რომელმაც Mantis.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი “ბარსელონას” მაისური მოიგო.
დეკემბრის თვის ფინალური ტურის კითხვების პასუხები:
- ვინ იყო “ბარსელონას” პირველი პრეზიდენტი? – ვალტერ ვილდი
- ვინ იყო “ბარსელონას” 21 ნომერი ადრიანომდე? – დმიტრო ჩიგრინსკი
- რამდენი წითელი ბარათი მიიღეს “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ესპანეთის თასის 2013/14 წლების გათამაშებაში? – 0
- “ბარსელონას” რომელ მწვრთნელს დასჭირდა ლა ლიგაში 100 თამაშის მოსაგებად მხოლოდ 132 მატჩის გამართვა? – პეპ გვარდიოლა
- “ბარსელონას” რომელმა ფეხბურთელმა მიიღო კანარის კუნძულების ოქროს მედალი 2010 წელს? – პედრო როდრიგესი
- ვისი სახელობისაა “ბარსელონას” მუზეუმი? – ხოსეპ ლუის ნუნიესი
- დაასახელეთ 2 ფეხბურთელი, რომლებმაც ბოლო 40 წლის განმავლობაში, “ბარსელონას” მაისურით, ესპანეთის ჩემპიონატში 100-ზე მეტი გოლი გაიტანეს – მესი, ეტოო
- რომელმა ფეხბურთელმა გაიტანა “ბარსელონასთვის” უსწრაფესი გოლი ესპანეთის ჩემპიონატის 2012/13 წლების გათამაშებაში? – ხორდი ალბა
- რა ფერის იყო “ბარსელონას” გასვლითი ფორმის შორტები 1913-1976 წლებში? – ლურჯი
- “ბარსელონას” რომელი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი დაიღუპა მარიანო მარტინესის საპატივცემულოდ გამართული თამაშის დროს სტადიონზე გულის შეტევით? – რამონ გუზმანი
Writer – 55 ქულა
Hovik – 36 ქულა
bavaria – დისკვალიფიკაცია
აქვე გაცნობებთ, რომ mantis.ge-სთან თანამშრომლობის გაწყვეტის გამო, ვიქტორინა დროებით შეჩერდება.