პეპ გვარდიოლა: ჩემპიონთა ლიგა პროექტებს ანადგურებს, იმედი მაქვს, ბარსას შემთხვევაში ასე არ მოხდება

პეპ გვარდიოლა: ჩემპიონთა ლიგა პროექტებს ანადგურებს, იმედი მაქვს, ბარსას შემთხვევაში ასე არ მოხდება

პეპ გვარდიოლა შაბათს მანრესაში იმყოფებოდა, სადაც იოჰან კრუიფის ფონდის ინიციატივით შექმნილი საფეხბურთო მოედნის (Cruyff Court) გახსნას დაესწრო. “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა მწვრთნელმა, რომელიც კრუიფის ფონდის მფარველია, საფეხბურთო აქტუალურ თემებზე, “ბარსელონასა” და სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა, სადაც ინგლისური კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი ყურადღების ცენტრშია.

ჰანსი ფლიკი და “ბარსელონას” თამაში

პირველ რიგში, მან “ბარსელონასა” და მათ მიერ ჩატარებულ სეზონზე გაამახვილა ყურადღება:

იქნება ეს “ლა მასიას” ფეხბურთელებით თუ გარედან მოსული მოთამაშეებით, მათ ორი არაჩვეულებრივი წელი გაატარეს, მიღწეული შედეგების მიღმა. ჰანსი ფლიკის დიდი გულშემატკივარი ვარ. ამ გუნდის თამაშის ყურება ძალიან მიმზიდველია და იმედი მაქვს, კიდევ ბევრი წელი ასე გააგრძელებენ.

ჩემპიონთა ლიგის საშიშროება

მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რაოდენ საშიშია ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე აკვიატება:

ეს ტურნირი პროექტებს ანადგურებს; იმედი მაქვს, “ბარსელონას” შემთხვევაში ასე არ მოხდება. ლა ლიგა არის ის, რაც სტაბილურობას გაძლევს. ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანია დასკვნით ეტაპზე კარგ ფორმაში და ტრავმების გარეშე მისვლა, ასევე იმის გათვალისწინება, რომ ამ ტურნირზე მსაჯების გავლენა უდიდესია. მთავარია, ყოველდღიურად ზრდა გააგრძელო და არ იფიქრო, რომ ფინალში ვერგასვლის ან ვერმოგების გამო, ცუდი სეზონი გქონდა. საზომი შიდა ჩემპიონატებია.

ბერნარდუ სილვა და მომავალი

მომდევნო სეზონისთვის “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბერნარდუ სილვაა 0 ფეხბურთელი, რომელიც ბოლო წლებში “მანჩესტერ სიტიში” სწორედ გვარდიოლას ხელმძღვანელობით თამაშობდა. “ბერნარდუ ზედმეტად კარგია. ის უპრობლემოდ მოერგება ნებისმიერ გუნდს,” – აღნიშნა პეპმა.

რაც შეეხება საკუთარ მომავალს, გვარდიოლას ამაზე საუბარი არ სურდა. ის ბარსელონაში დაბინავდება და გარკვეული დროით დაისვენებს. “მე თვითონაც არ ვიცი, რას გავაკეთებ,” – დასძინა მან.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    08 ივნ 2026, 13:57

    ამან უკვე იცის სად წავა უბრალოდ ჯერ არ ამხელს, პეპი ჭკბიანი კაცია, დროა ეხლა იტალია მოსინჯოს მილანი სავარაუდოდ

  • El pistolero 9
    El pistolero 9 ვეტერანი
    08 ივნ 2026, 02:32

    ამ კაცის უქმობა საცოდაობაა. იმედია მალე რომელიმე კლუბს ან ნაკრებს ჩაიბარებს გენიოსი❤️

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    08 ივნ 2026, 01:32

    ამის ბრძნული კომენტარები მაგრად მკიდია.იმენა აღარ მოდის გულთან ეს ტიპი.

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    07 ივნ 2026, 20:42

    ცოტა ხანი სახლში გაჩერდება, კამპ ნოუზე ივლის და თამაშებს დასეწრება, მერე ჩაიბარებს სკუადრა აძურის და რაღაცას დაამსგავსებს

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    07 ივნ 2026, 17:48

    ეკუთვნის დასვენება, ამდენი სეზონია უმაღლეს დონეზე ათამაშა გუნდი.

  • Cule cule
    Cule cule ახალბედა
    07 ივნ 2026, 13:48

    გვარდიოლამ თქვა რომ მას სურდა ლა მასიას კიდრვ უფრო განვითარებაში დახმარებიდა და ახალგაზრდები გაეწვრთნა დიდი სიამივნებით ვიხილავდითქო ფლიკის მაგივრადცრომ ვთქვა მოვიტყუები თუმცა ვნახით ახალი სეზონიდან როგორ რა იქნება