ჟოზე მოურინიო: ბარსელონას მიმართ უარყოფითად არ ვარ განწყობილი

ჟოზე მოურინიო: ბარსელონას მიმართ უარყოფითად არ ვარ განწყობილი

“რეალ მადრიდის” ახალმა/ძველმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჟურნალ Vanity Fair-თან ვრცელ ინტერვიუში წარსული გაიხსენა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა “ბარსელონაში” გატარებულ პერიოდზე, პეპ გვარდიოლასთან და ლუის ენრიკესთან ურთიერთობასა და “ელ კლასიკოს” ოქროს ხანაზე ისაუბრა.

ისტორიული ფოტო პეპთან და ენრიკესთან ერთად

ლუის ენრიკესა და პეპ გვარდიოლასთან ერთად გადაღებულ ძველ ფოტოზე საუბრისას მოურინიომ აღნიშნა:

“იმ დროს ჯერ კიდევ შორს ვიყავი იქიდან, სადაც საბოლოოდ აღმოვჩნდი. ვფიქრობ, პეპი და ლუისი მხოლოდ საფეხბურთო კარიერაზე ფიქრობდნენ და არა მწვრთნელობაზე. ახლა სამივე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები ვართ, მაგრამ მაშინ, გულწრფელად რომ ვთქვა, უბრალოდ ვცდილობდით, ჩვენი საქმე საუკეთესოდ გვეკეთებინა.”

პორტუგალიელმა ყოფილი კოლეგების საფეხბურთო თვისებებიც გაიხსენა:

“რა თქმა უნდა, პეპის თამაშისა და მოედნის ხედვის მიხედვით, თავიდანვე ეტყობოდა, რომ ძალიან ინტელექტუალური ფეხბურთელი იყო.”

“ლუისი კი ნამდვილი ლიდერი და მოტივატორი გახლდათ. ამასაც ვგრძნობდი, მაგრამ იმ მომენტში ამაზე არ ფიქრობ, უბრალოდ გინდა, რომ მოედანზე ყველაფერი დადო.”

“ბარსელონაში” გატარებული წლები და “რეალ მადრიდი”

მიუხედავად იმისა, რომ მოურინიო წლების განმავლობაში კატალონიელთა მთავარი კონკურენტის მწვრთნელი იყო, მას “ბარსელონაში” გატარებულ დროზე თბილი მოგონებები აკავშირებს:

“ჩვენ “ბარსელონაში” შესანიშნავი დრო გავატარეთ. ჩემი ქალიშვილი იქ მაშინ გადავიდა, როცა მხოლოდ ერთი თვის იყო, ჩემი ვაჟი კი საერთოდ ბარსელონაში დაიბადა. თუმცა, ფეხბურთი ფეხბურთია და “ბარსელონას” უთვალავჯერ დავუპირისპირდი, ჯერ “ჩელსიში”, შემდეგ კი “ინტერში”.”

“საბოლოო ჯამში, არ უარვყოფ, რომ “რეალ მადრიდი” მიყვარს და სწორედ ამიტომ ვბრუნდები იქ. თუმცა, “ბარსელონას” მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ნამდვილად არ მაქვს.”

“ელ კლასიკოს” ოქროს ხანა

ინტერვიუს ბოლოს მოურინიომ წარსულის “კლასიკოები” და ფეხბურთის ორი მთავარი ლეგენდა გაიხსენა:

“ხალხი “ელ კლასიკოს” აღარ უყურებს ისე, როგორც ადრე. მაშინ მთელი სამყარო ჩერდებოდა. ეს არ იყო მხოლოდ მადრიდის და ბარსელონას, ან თუნდაც ესპანეთის საქმე – ეს მთელი მსოფლიოს მოვლენა იყო. ხალხი მოუთმენლად ელოდა ამ მატჩებს. რა თქმა უნდა, კრიშტიანუ და მესი ნამდვილი კუმირები იყვნენ. ისინი მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდნენ.”

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

დატოვე კომენტარი

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    25 ივნ 2026, 01:17

    ოიარზაბალიო. ეჰ დარჩება ის ცხოველი ოცნებად.

  • NN
    NN ვეტერანი
    25 ივნ 2026, 00:44

    მერავერ გავიგრ იცით, გრიმალდოზე დაწერა რომანომ უკვე ატლეტიკოში გადავიდა, ეს ლაპორტა მაგრად რო გვაგოიმებს სულ ტრანსფერებით ნიკო უილიამსზე ხო დაგვაგოიმა მერე ეხლა ალვარესიო და არავინარაა ამის გამომშვები მცველზებზე საერთოდ ლაპარაკიც არაა არადა ლევანდოვსკი წავიდა 9 იანი გბჭირდება სასწრაფოდ და მცველები გვჭირდება კანსელუა და რაუნდა ქნას მაგ კაცმა მეტი რო საბოლოოდ გამოისყიდონ კაროჩე ხამ იძახიან დავბრუნდით 1:1 ზეო ხან ისევ პრობლემებიაო ადგება ბოლო ბოლო იამალიც და მოინდომებს წასვლას და ვერც დააკნინებ გუნდს არ უწყობენ ცოდოა პედრი პოტენციალიაქვს ნ1 ნახევაცველი იყოს და მემგონია ლაპორტა ბარსელონას ებრძვის რაგახდა 3 წელია ნორმალური თავდამსხმელი და ნრომალური მცველები რაგახდა ვაფშე მახუიზე გაეშვათ ამარჩევნებზე

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    24 ივნ 2026, 23:50

    იცი რა მინდა? ზიდანი რომ დააბრუნოს და 6 თვეში გააგდოს😀😀😀

  • Nikolay
    Nikolay გულშემატკივარი
    24 ივნ 2026, 21:23

    Ჯერ არ დაწყებულა სეზონი, ცოტა გახურდება საკლუბო ამბავი და კლასიკოს წინ დაიწყებს პირდაპირ დაგესვლას

  • M10 S9 D11
    M10 S9 D11 ლეგენდა
    24 ივნ 2026, 21:09

    ხო და გამოვა მერე რეალი კლასიკოში ნაჯახებით როგოც ადრე იყო ამის დროს და მერეც გაიმეოროს ეგ ფრაზა

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    24 ივნ 2026, 20:47

    არ ინერვიულო რამდენჯერაც დაგიჭერთ იმდენჯერ მიგაჰიტლერკაპუტებტთ

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    24 ივნ 2026, 20:44

    საიტზე მხოლოდ ერთი მწერალია?🧐

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    24 ივნ 2026, 20:43

    გრიმალდო აახიონ რა იმ სირ გუნდს😀 არ დანებდნენ და არ დაუთმონ გრიმალდო ჯერესერთი მაგრად გამოგვადგება

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    24 ივნ 2026, 19:26

    ჟოზე შენ თუ ზამთრამდე გაქაჩე საღოლ ძმაო შენ😂😂😂