workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მინიო, ფონტასი და ტიაგო არ ითამაშებენ ”ტენერიფესთან”

მინიო, ფონტასი და ტიაგო არ ითამაშებენ ”ტენერიფესთან”

სანაკრებო მატჩები აისახა ”ბარსა ატლეტიკის” შემადგენლობაზე. ”ტენერიფესთან” მატჩში გუნდს მინიო, ფონტასი და ტიაგო ვერ დაეხმარებიან.

სამივე ფეხბურთელი გამოძახებულია ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში. ასევე ვერ ითამაშებს მარკ მუნიესა, რომელიც წინა ტურში, ”კორდობასთან” მატჩში გააძევეს. ”ბარსელონას” მეორე გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ხუან ბარბარა უფრთხის მოწინააღმდეგეს: ”მათ შემადგენლობაში ბევრი კარგი დონის ფეხბურთელია. ისინი დღეს მოსაგებად გამოვლენ მოედანზე. ჩვენ გუნდში გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც შეცვლიან ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს”.

სავარაუდო შემადგენლობები:

”ბარსა ატლეტიკი”: ოიერი, მონტოია, ბარტრა, სერხი გომესი, კარმონა, აბრაჰამი, ორიოლ რომეუ, სერხი რობერტო, ედუ ორიოლი, ჯონათან სორიანო და ნოლიტო.

”ტენერიფე”: სერხიო არაგონესი, მარკ ბერტრანი, ლუნა, მელი, ბარანგერი, ხულიო ალვარესი, რიკარდო, მიკელ ალონსო, კომე, ნატალიო და ნინო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward