მიუხედავად იმისა, რომ პირველი გუნდის ფეხბურთელთა უმეტესობა სანაკრებო შეკრებებზე იმყოფება, “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” აქტიური სამუშაო პროცესი არ ჩერდება. ოთხშაბათს პირველი გუნდის დარჩენილმა მოთამაშეებმა ერთობლივი სესია “ბარსა ატლეტიკის” წევრებთან ერთად ჩაატარეს.
შედეგად, ალეხანდრო ბალდემ, ბრიან ფარინიასმა, გავიმ, გაბრიელ ჟეზუსმა, ვოიცეხ შჩესნიმ და ჟერარ მარტინმა “ბარსა ატლეტიკისა” და 19-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშეს: ედერ ალერთან, მაქს ბონფილთან, გილიემ ვიქტორთან, უოლტონთან, ლანდრისთან, ინიაზი კერთან, ნილ ვისენსთან, ალექს გონსალესთან, დიარასთან, შეინ კლუივერტთან, კასტროსთან, ხუან იბარასთან, ადამ არხემისთან, გარიბასა და აზიზთან ერთად.
სავარჯიშო პროცესს პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი და მისი კოლეგა, “ბარსა ატლეტიკის” დამრიგებელი ჟულიანო ბელეტი ერთობლივად ხელმძღვანელობდნენ. პირველი გუნდი მომდევნო სესიას “სიუტატ ესპორტივაზე” ხუთშაბათს დილით გამართავს.
ეგებ ლანდრე ფარემ გაამართლოს ფლიკის იმედები