პუიოლი კატალონიის ნაკრების მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს

პუიოლი კატალონიის ნაკრების მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი, კარლეს პუიოლი, რომელმაც სეზონის პირველი ნახევრის დიდი ნაწილი გამოტოვა, სრულად ჯერაც არ გამოჯანმრთელებულა და კვლავ მუხლის ტრავმას იშუშებს.

35 წლის მცველი, რომელმაც ლა ლიგის მე-17 ტურში "ხეტაფეს" წინააღმდეგ მატჩიც გამოტოვა, არ არის მზად მონაწილეობა მიიღოს შემდეგ 2 შეხვედრაში. პუიოლი 30 დეკემბერს კატალონიის ნაკრებს, კაბო-ვერდესთან მატჩშიც ვერ დაეხმარება.

"ჩვენ პუიოლის გვჯეროდა, მაგრამ მან გადაწყვიტა დასვენება, რომელიც საჭიროდ ჩათვალა, რათა პრობლემები მოეგვარებინა მუხლზე. მას სურს, რომ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს." - განაცხადა, კატალონიის ნაკრების მწვრთნელმა, ჟერარდ ლოპესმა.

მიმდინარე სეზონში პუიოლმა პრიმერა დივიზიონის მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.