იოჰან კრუიფი

იოჰან კრუიფი

დაიბადა 1947 წლის 25 აპრილს ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში

იოჰან კრუიფი ერთ-ერთია იმ სამ ფეხბურთელთაგან, რომელმაც სამჯერ მოიგო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ,,ოქროს ბურთი''. თუ ჰოლანდიელმა ,,ფრანს ფუტბოლის'' ჯილდო 1971 1971 წელს ამსტერდამის ,,აიაქსის'' ფეხბურთელლის რანგში აღმართა, 1973 და 1974 წლებში მან საუკეთესოს ტიტული ,,ბარსელონაში თამაშის დროს მოიპოვა.

1973-1974 წლების სეზონში ,,ბარსელონამ'' 14 წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო ჩემპიონის ტიტული, ერთ-ერთ ტურში კი მადრიდში ,,რეალი'' 5-0 დაამარცხა. ,,მფრინავი ჰოლანდიელი'' იმ დაუვიწყარი მატჩის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ.

,,ბარსელონას'' ისორიაში იოჰან კრუიფი ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელია. უდავოდ აღსანიშნავია რომ კლუბმა პირველად ჩემპიონთა თასი სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო - 1992 წელს, კატალონიელებმა ,,უებლიზე,, 0იტალიის ,,სამპდორია'' დაამარცხეს.

სწორედ კრუიფის ძალისხმევით მოირგეს ,,ბარსელონას ფორმა ისეთმა ფეხბურელებმა როგორებიც არიან ხოსეპ გვარდიოლა, ხოსე მარი ბაკერო, ჩიკი ბეგირისტაინი, რონალდ კუმანი, ხრისტო სტოიჩკოვი, მიქაელ ლაუნდრუპი, რომარიო და სხვა.

1991-1994 წლებში ,,ბარსელონამ'' ზედიზედ 4ჯერ მოიგო პრიმერადივიზიონი. კლუბის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია. ზოგადად კი, კრუიფის ,,ბარსელონა'' საკლუბო ისტორიაში უძლიერეს გუნდადაა მიჩნეული.

1994 წელს ,,ბარსელონა'' კიდევ ერთხელ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. თუმცა თუმცა დამარცხდა.მომდევნო ორ სეზონში კლუბმა ტიტულის მოგება ვერ შეძლო და პრეზიდენტმა ნუნიესმაც კრუიფს კარისკენ მიუთითა.

2003 წელს, უეფა-ს ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ კრუიფი 1954-2004 წლების ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 2007 წლის 18 აპრილს კრუიფის მშობლიურმა კლუბმა ამსერდამის ,,აიაქსმა'' ოფიციალურად განაცხადა, რომ მე-14 ნომრით არარავინ ითამასებს. ამ ნომრით დედაქალაქურ კლუბში სწორედ იოჰან კრუიფი თამაშობდა.

ჰენდრიკ იოჰანეს კრუიფი:
კლუბთან მოგებული ტიტულები:
(ფეხბურთელი) ესპანეთის ჩემპიონი: 1974
ესპანეთის თასი: 1978
(მწვრთნელი) ესპანეთის ცემპიონი: 1991, 1992, 1993, 1994
ესპანეთის თასი: 1990
ესპანეთის სუპერთასი: 1991, 1992, 1994
ჩემპიონთა თასი: 1992
თასების მფლობელთა თასი: 1989
ევროპის სუპერთასი: 1992

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.