“პარი სენ ჟერმენის” ცენტრალური მცველი დავიდ ლუისი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს “ბარსელონასთან”.
“მე არ მაკვირვებს ის, რასაც ნეიმარი მოედანზე აკეთებს. ის იშვიათ სათამაშო თვისებებს ფლობს, როგორც ფენომენი. მესი კი – კიდევ ერთი გენიალური ფეხბურთელი. თუმცა, “ბარსელონაში”, მათ გარდა, არიან სხვა ძლიერი ფეხბურთელები. ამიტომ, მე მადლობელი ვარ ღმერთის ასეთ გუნდთან შეხვედრისთვის. სრულად დარწმუნებული ვარ პსჟ-ს შესაძლებლობებში.” – აცხადებს დავიდ ლუისი.