workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” დაცვის ხაზის გასაძლიერებლად რამდენიმე ვარიანტი აქვს

“ბარსელონას” დაცვის ხაზის გასაძლიერებლად რამდენიმე ვარიანტი აქვს

მოგეხსენებათ, აქამდე, დაცვის ხაზის გასაძლიერებლად, კატალონიის “ბარსელონას” პრიორიტეტი ერიკ გარსია გახლდათ, თუმცა “მანჩესტერ სიტიმ” ესპანელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოითხოვა, რომელსაც კლუბი ვერ იხდის.

როგორც ცნობილია, “ბარსა” 19 წლის უკანახაზელში ინგლისელებს 10 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა “ქალაქელებმა” ეს წინადადება უარყვეს. შესაბამისად, “ბლაუგრანა” მომავალ ზაფხულს დაელოდება, ვინაიდან, ამ დროს “ლა მასიელს” მოქმედი კონტრაქტი ამოეწურება და სამშობლოში თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ დაბრუნება შეეძლება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ზემოხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, რონალდ კუმანის გუნდი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გამოცდილი და შედარებით დაბალი ფასის მქონდე ცენტრალური მცველის ყიდვას შეეცდება, რომელიც ჟერარ პიკესა და კლემან ლანგლეს კონკურენციას გაუწევს და მათი დუბლიორის სტატუსსაც მოირგებს.

გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონამ” ისეთი ფეხბურთელების შეძენაზე, როგორებიც ტიაგუ სილვა, დავიდ ლუისი, მატეო მუსაჩო, დანიელე რუგანი, მარკ მუნიესა და ალბერტო ბოტია არიან, უარი განაცხადა.

ხოლო რაც შეეხებათ ეზეკიელ გარაისა და მარიო ერმოსოს, წყარო იტყობინება, რომ ისინი კვლავ კატალონიელთა რადარზე იმყოფებიან.

აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდა ურუგვაელი მოთამაშე, რონალდ არაუხო 2020-2021 წლების სეზონში პირველი გუნდის რიგებში მოიაზრება, ხოლო ჟან-კლერ ტობიდოსთვის წასასვლელად კარი ღიაა, რადგან იგი მწვრთნელის გეგმებში არ შედის. კლუბი ფრანგს 25 მილიონ ევროდ აფასებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Giorgi99
    schedule 22 სექ 2020, 19:49
    #5

    ციტატა: გვარდიოლა-სავიოლა

    ციტატა: M10 S9 D11
    ტოდიბო არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვან გარსია რომც მოიყვანონ ტოდიბო მაინც დასატოვებელია


    ეგ ტოდიბო დიდი არაფერია, შალკეშიც ვერ დადო განსაკუთრებული შედეგი, ზამენაზე შეიძლება მაგრამ არა სასტავში.. აგერ 19 წლის ვარანმე პეპე მოისროლა ძირითადიდან, ესეთები უნდა ეძიონ. ტიაგო სილვას უფასოდ დამატების შანსი არუნდა გაემაზათ, პიკე სილვა მაგარი დუეტი იქნებოდა დროებით, მერე გარსიაც მოვიდოდა, რასაც ამ ბიჭს ვუყურე ცუდი არაა, პიკესავითაა რა..ტოდიბოს მირჩევნია


    ხო არა მერე ვნახავდით 10-0 წაგებებს სილვა პიკე ალბა სამი ბებერი მძორი ბებრების თავშესაფარია უკვე ბარსა აი კავანიც დავიმატოტ ტიერი ანრი უარს არ იტყვის და რავი კიდევ ინიესტა დავაბრუნოთ.

  • Lasho
    schedule 22 სექ 2020, 18:46
    #4

    მუნიესა რანიჭიერი იყო.. ზამენაზე ახლაც გაქაჩავს

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 22 სექ 2020, 18:34
    #3

    ციტატა: M10 S9 D11
    ტოდიბო არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვან გარსია რომც მოიყვანონ ტოდიბო მაინც დასატოვებელია


    ეგ ტოდიბო დიდი არაფერია, შალკეშიც ვერ დადო განსაკუთრებული შედეგი, ზამენაზე შეიძლება მაგრამ არა სასტავში.. აგერ 19 წლის ვარანმე პეპე მოისროლა ძირითადიდან, ესეთები უნდა ეძიონ. ტიაგო სილვას უფასოდ დამატების შანსი არუნდა გაემაზათ, პიკე სილვა მაგარი დუეტი იქნებოდა დროებით, მერე გარსიაც მოვიდოდა, რასაც ამ ბიჭს ვუყურე ცუდი არაა, პიკესავითაა რა..ტოდიბოს მირჩევნია

  • basa7
    schedule 22 სექ 2020, 17:30
    #2

    ციტატა: totti10

    ციტატა: M10 S9 D11
    ტოდიბო არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვან გარსია რომც მოიყვანონ ტოდიბო მაინც დასატოვებელია

    ავტოსრსაც შეეშალა ტობიდო რომ წერია??? ტობიდოა ეგ ჩემისა და რა ვქნათ :))) მაგის გაშვება არ შეიძლება ძალიან კარგი ბიჭია თუ მცველი უნდათ მოიყვანონ აგერ არაა აცადონ 1 წელი ისედაც დედა აქვს ამ წელს გუნდს ნატირი და ბარემა ხალგაზრდები შეაჩვიონ არ ივარგებს გაუშვან :დ უშანსოდ რომ უშვებენ აი ეგაა ცუდი 🙁


    შენ გცა უეჭველი პატივი:))))))))))))))))00

  • M10 S9 D11
    schedule 22 სექ 2020, 17:21
    #1

    ტოდიბო არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვან გარსია რომც მოიყვანონ ტოდიბო მაინც დასატოვებელია