workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ საკუთარი ოსკარის გამარჯვებულები გამოავლინა

ბარსელონამ საკუთარი ოსკარის გამარჯვებულები გამოავლინა

გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, “ბარსელონამ” საკუთარი ოსკარი გამარჯვებულები გამოავლინა შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო დრამა (გოლი ბოლო წუთებზე), საუკეთესო პერფორმანსი, ფეხებს შორის საუკეთესო გატარება, საუკეთესო ჩაცმულობა და საუკეთესო სეივი.

საუკეთესო დრამა (გოლი ბოლო წუთებზე) – სერჟი რობერტო 🆚️  პსჟ

ყველაზე მაგიური ქამბექი “ბარსას” ისტორიაში და ბოლო, მეექვსე გოლის ავტორი სერჟი რობერტო – აღნიშნული კატეგორიის გამარჯვებული სწორედ ეს უკანასკნელია. დრო თითქმის დამთავრებული იყო, როცა კატალონიელებმა მე-6 გოლი გაიტანეს და “პარი სენ-ჟერმენი” გააგდეს.

ნომინანტები იყო: ინიესტას გოლი “ჩელსისთან” (2009), პედროს გოლი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე “ესტუდიანტესის” წინააღმდეგ (2009) და პიკეს გოლი “სევილიას” კარში (გასულ სეზონში, კოპა დელ რეიზე).

საუკეთესო პერფორმანსი – ქამბექი პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ

ისევ ეს მატჩი, 2017 წლის 8 მარტს გამართული ეპიკური დაპირისპირება, რომელიც ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

ამ მატჩს შემდეგი კონკურენტები ჰყავდა: 6-2 “ბერნაბეუზე”, 5-0 “რეალთან” “კამპ ნოუზე” და 3-1 “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში. 

ფეხებს შორის საუკეთესო გატარება – მესი 🆚️ მილნერი

ლეო მესის მიერ ჯეიმს მილნერისთვის ფეხებს შორის გატარება, რომელიც “მანჩესტერ სიტისთან” 3-1 მოგებული შეხვედრის 37-ე წუთზე მოხდა, ძალიან ცნობილი მომენტია. არგენტინელი მეტოქეს რამდენიმე წამის განმავლობაში ელოდებოდა, შემდეგ კი ინგლისელს ბურთი მარცხენა ფეხით მარტივად გაუძვრინა.

ნომინირებული ასევე იყო: მესი 🆚️ სპაჰიჩი (“სევილიას” ფეხბურთელი, 2012 წელი), ჩავი 🆚️ გუარდადო (2012-13 წლების სეზონში “ვალენსიასთან” 5-1 მოგებულ მატჩში), სუარესი 🆚️ დავიდ ლუისი (პსჟ-ის წინააღმდეგ 3-1 მოგებულ შეხვედრაში).

საუკეთესო ჩაცმულობა – ლეო მესი

ამ ნომინაციაში ყველაზე მეტი ხმა “ლა პულგამ” მიიღო. მას კონკურენციას დანი ალვესი, მემფისი და ანსუ ფატი უწევდნენ.

საუკეთესო სეივი – ტერ შტეგენი 🆚️ ლევანდოვსკი (2015)

2015 წლის 12 მაისი, მიუნხენი. “ბარსელონამ” “ბაიერნს” პირველი მატჩი “კამპ ნოუზე” 3-0 მოუგო, განმეორებითი შეხვედრის გამართვა კი გერმანიაში უწევდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ტერ შტეგენმა რობერტ ლევანდოვსკის საოცარი ბურთი აუღო, რაც ყველა ქომაგს კარგად ახსოვს. საბოლოოდ, ამ სეზონში “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ტერ შტეგენის სეივის გარდა, ნომინირებული იყო: ვალდესი 🆚️ ანრი (2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი), ვალდესი 🆚️ დროგბა (2009), ტერ შტეგენი 🆚️ დიბალა (2017, ტურინში).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 30 მარ 2022, 17:16
    #5

    ციტატა: shu1987
    ყველაფერი ყველაფერი და ჩაცმულობამ დაგლიჯა 😃 მესის თუ სხვა ვერაფერში მიცეს ოსკარი იყოს ჩაცმულობა 😉


    ფეხებ შორის გატარება არ ითვლება?

  • shu1987
    schedule 29 მარ 2022, 21:30
    #4

    ყველაფერი ყველაფერი და ჩაცმულობამ დაგლიჯა 😃 მესის თუ სხვა ვერაფერში მიცეს ოსკარი იყოს ჩაცმულობა 😉

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 29 მარ 2022, 20:09
    #3

    კაია კაია♥️♥️

  • Zura Gviniashvili
    schedule 29 მარ 2022, 15:48
    #2

    რობერტოს თემა იყო მთელი სამყაროს სიგიჟე. მაგ წელს როგორ ჩაისვარეს იუვესთან ..

  • EL MAESTRO 6
    schedule 29 მარ 2022, 15:35
    #1

    ეგ კი კაია მაგრამ საუკეთესო სამსახიობო ოსტატობა:სუარესი vs psg, პენალტის ეპიზოდში😂😂