workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-პსჟ – ურთიერთშეხვედრების ისტორია

ბარსელონა-პსჟ – ურთიერთშეხვედრების ისტორია

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ბარსელონას” მეტოქე “პარი სენ-ჟერმენი” იქნება.

თამაშები თებერვალსა და მარტში გაიმართება. მანამდე დიდი დროა და არავინ იცის, როგორ ფორმაში შეხვდებიან გუნდები ამ მატჩებს. მანამდე კი ესპანური და ფრანგული გრანდების ურთიერთშეხვედრების ისტორია გავიხსენოთ.

“ბარსელონა” და პსჟ ერთმანეთს სულ 11-ჯერ შეხვედრიან. 5-ჯერ კატალონიელებმა მოიგეს, 3-ჯერ პარიზელებმა, ხოლო 3 დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარსება – 22-16, “ბარსელონას” სასარგებლოდ.

4 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან პირველში პსჟ-მ იმარჯვა, დანარჩენ სამში კი – “ბარსამ”.

ესპანეთში ჩატარებული 5 დაპირისპირებიდან 3 მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო 2 ფრედ დასრულდა. საფრანგეთში 3-ჯერ პსჟ-მ იმარჯვა, ერთხელ “ბარსამ”, ხოლო ერთმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

“ბარსელონას” ფრანგული გუნდების წინააღმდეგ სულ 26-ჯერ უთამაშია. კატალონიელებს 12 მოგება, 9 ფრე და 5 მარცხი დაუგროვდათ.

“პარი სენ-ჟერმენს” ესპანეთის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩატარებულ 32 თამაშში 12 მოგება, 8 ფრე და 12 წაგება აქვს.

გაგაცნობთ “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული ყველა შეხვედრის შედეგებს:

1994/95, ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი

ბარსელონა-პსჟ 1-1

გოლები: 1-0 კორნეევი 48, 1-1 ვეა 57

პსჟ-ბარსელონა 2-1

გოლები: 0-1 ბაკერო 49, 1-1 რაი 72, 2-1 ვეა 83

1996/97, თასების მფლობელთა თასი, ფინალი

ბარსელონა-პსჟ 1-0

გოლი: რონალდო 37 (პენ)

2012/13, ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი

პსჟ-ბარსელონა 2-2

გოლები: 0-1 მესი 38, 1-1 იბრაჰიმოვიჩი 79, 1-2 ჩავი 89 (პენ), 2-2 მატუიდი 90+4

ბარსელონა-პსჟ 1-1

გოლები: 0-1 პასტორე 50, 1-1 პედრო 71

2014/15, ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი

პსჟ-ბარსელონა 3-2

გოლები: 1-0 დავიდ ლუისი 10, 1-1 მესი 12, 2-1 ვერატი 26, 3-1 მატუიდი 54, 3-2 ნეიმარი 56

ბარსელონა-პსჟ 3-1

გოლები: 0-1 იბრაჰიმოვიჩი 15, 1-1 მესი 19, 2-1 ნეიმარი 42, 3-1 სუარესი 77

2014/15, ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი

პსჟ-ბარსელონა 1-3

გოლები: 0-1 ნეიმარი 18, 0-2 სუარესი 67, 0-3 სუარესი 79, 1-3 მატიე 82 (ს.კ.)

ბარსელონა-პსჟ 2-0

გოლები: 1-0 ნეიმარი 14, 2-0 ნეიმარი 34

2016/17, ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი

პსჟ-ბარსელონა 4-0

გოლები: 1-0 დი მარია 18, 2-0 დრაქსლერი 40, 3-0 დი მარია 55, 4-0 კავანი 72

ბარსელონა-პსჟ 6-1

გოლები: 1-0 სუარესი 3, 2-0 კურზავა 40 (ს.კ.), 3-0 მესი 50 (პენ), 3-1 კავანი 62, 4-1 ნეიმარი 88, 5-1 ნეიმარი 90+1 (პენ), 6-1 სერჟი რობერტო 90+5

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 14 დეკ 2020, 20:15
    #13

    იმედია სერხი რიბერტო მოასწრებს გამოჯანმრთელებას და ფორმაშჯ შესვლას

  • Sergio5
    schedule 14 დეკ 2020, 19:57
    #12

    ციტატა: Albicelecte
    რევანშის ასეთი კაი შანსი არასდროს ჰქონიათ…
    ალბათ ტუხელი სანთლებს ანთებს და შეიხი მოლას ალოცვინებს კუმანის დარჩენისათვის scream


    ტუხელმა თავის თავს აუნთოს სანთელი ჯერ რო არ გააგდონ

  • Albicelecte
    schedule 14 დეკ 2020, 19:56
    #11

    რევანშის ასეთი კაი შანსი არასდროს ჰქონიათ…
    ალბათ ტუხელი სანთლებს ანთებს და შეიხი მოლას ალოცვინებს კუმანის დარჩენისათვის scream

  • El pistolero 9
    schedule 14 დეკ 2020, 18:17
    #10

    ესენი ახლა ორმაგად მოტივირებულები იქნებიან და ეგ უნდა გამოვიყენოთ.ალბათ ეცდებიან რო ამოგვტენონ და მაგით უნდა ვისარგებლოთ.თავქუდმოგლეჯილები გამოიქცევიან შეტევაში და მანდ უნდა დავიჭიროთ ესენი კონტრშეტევებზე.მთავარია პირველი ჩვენ არ გავუშვათ და მერე უკვე კლასი.იტყვის თავის სათქმელს

  • BARCELONA FOREVER
    schedule 14 დეკ 2020, 17:47
    #9

    აი სად დაგვჭირდება რობერტო:დ

  • AGU3RO
    schedule 14 დეკ 2020, 16:35
    #8

    რავი მე დარწმუნებულივარ რო შემდეგ ეტაპზე ვართ 🙂

  • M10 S9 D11
    schedule 14 დეკ 2020, 16:22
    #7

    ჩვენი ბულკები არიან ესენი გავღერძავთ ამათ იმედია მოვიხოდებით თებერვლისთვის

  • Andria
    schedule 14 დეკ 2020, 16:17
    #6

    არაფერი განსაკუთრებული პსჟ არაა მე ბაიერნის მეშინოდა მაგრამ მაინც ნებისმიერ შემთხვევაში ბარსა ვართ და ყველასთან ვიბრძოლებთ. 2 თვე დიდი დროა და მანამდე უნდა დასტაბილურდეს ყველაფერი და უნდა განვითარდეს გუნდი ძალიან როგორც ჩანს კუმანი ტაქტიკას არ შეცვლის რაგინდა მართალიცაა 4-3-3 ანუ წარმოიდგინეთ არცერთი ვინგერი არგვყავს და მხოლოდ ერთი ფორვარდი ჯობია ეს 4-2-3-1 სქემა იყოს ბოლომდე სრულყოფილი ბაიერნიც ამ სქემითააა და ხედავთ რასაც შვებიან მაგრამ რო გითხრათ ბოლო თამაშები ეშვებიან ღრუბლებიდან

  • Konrad de la Fuente
    schedule 14 დეკ 2020, 16:16
    #5

    ციტატა: ხავი ლეგენდა
    გითხრა.შემდეგი რასკლადი?რეალი გავა და შეხვდება სევილიას და დორტმუნდს შორის გამარჯვებულს.


    ჯერ ატალანტას გაცდეს. ეგრე ჩამოწერეს აიაქსი და მიიღეს გემრიელად 4 ბურთი ბერნაბეუზე. რაღაც მგონია რო სიურპრიზი იქნება იტალიელებისგან.

  • ალბა
    schedule 14 დეკ 2020, 16:15
    #4

    უხვ გოლიანი თამაში გველის

  • C.PC5
    schedule 14 დეკ 2020, 16:12
    #3

    მთავარია რობერტო გვყავდეს და გადავხევთ ამათ🤣🤣. ნეიმარი ისედაც დააკლდებათ მემგონი და უნდა გავიდეთ.

  • Konrad de la Fuente
    schedule 14 დეკ 2020, 16:02
    #2

    ციტატა: ხავი ლეგენდა
    უეფამ გაგვიჩალიჩა მეორე ადგილი. თუ მასეთ პენალტს დებ ერთი გუნდის კარში მაშინ მეორწ გუნდის კარშიც უნდა დაენიშნა მესიზე.პენალტი.მაგრამ როცა ზემოდან გაქვს დავალება არ დანიშნავს


    ჰოდა უეფას დედა შე.ეთ და მოვუგეთ ფულის ტომარებს ძმა. მაგათი დედაც ჯეკ.

  • Konrad de la Fuente
    schedule 14 დეკ 2020, 15:57
    #1

    მანიუმ დაასხა ზედ, მეორე მატჩშიც იმდენი მაზეს და ჩვენ ვერ მოუგებთ? კლასი მაინც უკეთესი გვაქვს ჩვენ ეგ ფაქტია, ფულის ტომარა უ.აკო გუნდია. რავიცი თუ ნეი არ იყო მითუმეტეს. მგონია რო გავცდებით ამათ.