გერმანია–ესპანეთი. მწვრთნელები მატჩის შემდეგ

გერმანია–ესპანეთი. მწვრთნელები მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო 1/2 ფინალური მატჩი გერმანიასა და ესპანეთს შორის (0:1). თამაშის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს და ისაუბრეს შეხვედრის შესახებ.

იოკიმ ლიოვი

"რა თქმა უნდა ძალიან დამწუხრებული ვარ. დამარცხდე 1/2 ფინალში–ეს დიდი ტკივილია. ესპანელებმა კარგად ითამაშეს. ისინი აკონტროლებდნენ მატჩს და ფლობდნენ ბურთს. ჩვენ ძალიან გვიჭირდა ბურთის ხელში ჩაგდება, ხოლო როცა დავიწყებდით შეტევას, მალევე ვკარგავდით კონტროლს. ეს მარცხი გამოიწვია იმან, რომ ფეხბურთელები არ იყვნენ თავის თავში დარწმუნებულები. ჩვენმა კონტრშეტევებზე თამაშმა ესპანელებს მთელს მოედანზე უპირატესობა მისცა. ვნახოთ რა იქნება ჩემს შესახებ. ჯერ არ ვიცი დავრჩები თუ არა გუნდში, მაგრამ თუ სხვა მწვრთნელი მოვა, მან ნაკრებში არაფერი არ უნდა შეცვალოს, რადგან თითოეული ფეხბურთელი ბრწყინვალეა თავის პოზიციაზე. დღევანდელი თამაშის შემდეგ, გასახდელში მოთამაშეებს მივულოცე იმიტომ, რომ მათ მთელი სული და გული ჩადეს, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ ფორტუნა მოწინააღმდეგისაკენ შეტრიალდა. ხვალ მთელს ნაკრებს დაველაპარაკები და ვეცდები გავამხნევო ისინი მესამე ადგილისთვის მატჩის წინ. რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს: ეს შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომფლექტებული გუნდია და დარწმუნებული ვარ ისინი ჩემპიონები გახდებიან."

ვისენტე დელ ბოსკე

"გამოვიდა ძალიან სანახაობრივი მატჩი ორ შესანიშნავ გუნდს შორის, რომლებიც ცდილობდნენ ეჩვენებინათ თავისი საუკეთესო. ჩვენ გვინდოდა ბურთის კონტროლი. გერმანიამ ითამაშა უფრო სუსტად ვიდრე მოველოდით და ეს რა თქმა უნდა ესპანეთის ფეხბურთელების დამსახურებაა. ჰოლანდიის ნაკრებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ისინი აჩვენებენ სანახაობრივ თამაშს. საბოლოო ჯამში 11 ივლისს ძალიან საინტერესო და სანახაობრივი მატჩი გველის. ტორესის სათადარიგოთა სკამზე დასმა ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, რადგან ფერნანდო შესანიშნავი თავდამსხმელია და იგი ყოველთვის ცდილობს თამაშის გამწვავებას. რატომღაც მთელმა შტაბმა ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ გერმანიის წინააღმდეგ პედროთი უფრო გავიმარჯვებდით."

წყარო: sports.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.