სერხიო:" ეს სიმულაცია კი არა, ჭკვიანური მოქცევაა"

სერხიო:" ეს სიმულაცია კი არა, ჭკვიანური მოქცევაა"

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

" სიმულაცია? ეს უფრო ჭკვიანურ საქციელს ჰგავს. და საერთოდ არ მსურს ამაზე საუბარი, რადგან ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ხალხს უყვარს ფეხბურთელებზე იარლიყების მირტყმა."

"ყველას ძალიან გაგვიკვირდა თუ რა მალე გაიარა ნეიმარმა ადაპტაცია ჩვენს გუნდში. ეს მისი ასაკისთვის ძალიან რთულია, რადგან ახლა ის სხვა ქვეყანაში და სხვა ჩემპიონატშია. "

"ის ჩვეულებრივი ბიჭია, თავმდაბალი და მშრომელი. ის არ ცხოვრობს ოცნებებში და ყოველთვის რაღაცის სწავლა სურს. მას აქ ისეთივე როლი აღარ აქვს, როგორც "სანტოსში", მაგრამ ეს მას კარგად ესმის." - დაასრულა სერხიო ბუსკეტსმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.