ბუსკეტსი:" სამივე გუნდი ძლიერია"
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა ლა ლიგის პირველ სამ გუნდზე ისაუბრა.
"პრიმერა დივიზიონი ძალიან რთული ჩემპიონატია. ზოგიერთი თვლის, რომ აქ მხოლოდ "ბარსელონა" და "რეალი" იბრძვიან ტიტულისთვის, მაგრამ "ატლეტიკო" ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც პირველ ადგილზე წყნარად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს."
"გამარჯვება რთული იქნება. არ გვაქვს უფლება მოვადუნოთ ყურადღება ან ყურადღება სხვა ტურნირზე გადავიტანოთ. ყველა ტურნირი ჩვენთვის ერთგვარად მნიშვნელოვანია და კლუბს სურს სამივე ტურნირში წარმატებას მივაღწიოთ." - დაასრულა ბუსკეტსმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]