workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო ვარჯიშს დაუბრუნდა

ადრიანო ვარჯიშს დაუბრუნდა

დღეს, დილით “ბარსელონამ” “მალიორკასთან” მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიში გამართა. დღევანდელი დღის მთავარი მოვლენა ადრიანო კორეიას დაბრუნება იყო…

დღეს გვარდიოლას 18–მა შეგირდმა ვარჯიში გამართა. მათ შორის ორი “ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელიც იყო, ნოლიტო და ტიაგო. მათ პარასკევის ვარჯიშის მსგავსად, დღესაც სრული დატვირთვით ივარჯიშეს.

“ბარსასთვის” ცუდი სიახლე ისაა, რომ მათ ჩავი ერნანდესი დააკლდებათ, მაგრამ ასევე არის კარგი სიახლეც. გუნდს ერთ კვირიანი შესვენების შემდეგ ადრიანო კორეია დაუბრუნდა. მან გასულ კვირას, “სან მამესზე” ტრავმა მიიღო და ამის გამო ყაზანში გამგზავრება ვერ მოახერხა. დღეს დილით კი მან “ბარსას” 17 ფეხბურთელთან ერთად ვარჯიში გამართა.

“ბარსელონა” მორიგ ვარჯიშს ხვალ, დახურულ კარს მიღმა, ესპანეთის დროით 11:00 საათზე გამართავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward