ვეტერანი ურუგვაელი ფეხბურთელი, დიეგო ფორლანი თვლის, რომ მისი პარტნიორი და თანამემამულე, ლუის სუარესი მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ინცინდენტის გამო ზედმეტად მძიმედ დაისაჯა. იტყობინება, Marca.
“სასჯელი სუარესისთვის ძალიან მძიმე იყო. სასჯელი აუცილებლად უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორ შეიძლება პარტნიორებთან ვარჯიშის და სტადიონზე სიარულის აკრძალვა. სუარესის “ბარსელონაში” გადასვლა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, ის კლუბში დიდი ცვლილებების დროს მივიდა, მაგრამ მას ესმის თუ რამდენად დიდ კლუბში ითამაშებს.” – განაცხადა, ფორლანმა.