workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: „დარწმუნებული ვარ, სუარესი თავის შეცდომას მიხვდა“

სუბისარეტა: „დარწმუნებული ვარ, სუარესი თავის შეცდომას მიხვდა“

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა დარწმუნებულია იმაში, რომ ლუის სუარესი წარსულში დაშვებულ ზოგიერთ შეცდომას მომავალში აღარ გაიმეორებს.

ამ მომენტში, სუბისარეტა ლუის სუარესსა და ჯორჯო კიელინის შორის მომხდარ ინციდენტზე ამახვილებს ყურადღებას.

“მან დიდი წვლილი შეიტანა ეროვნული ნაკრების გამარჯვებაში ინგლისის ნაკრებთან, იტალიასთან კი მატჩის ანტიგმირი გახდა. მაგრამ მან თავისი განსაკუთრებული შესაძლებლობები გამოავლინა მეტოქის კარის წინ. დარუმნებული ვარ იმაში, რომ ლუისმა ამ შემთხვევიდან სათანადო გაკვეთილი მიიღო და ასეთ შეცდომას აღარ გაიმეორებს. ჩვენ სუარესის მომსახურებით ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ვიყავით დაინტერესებულნი.” – აცხადებს სუბისარეტა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward