workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესი “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოსაა

ლუის სუარესი “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოსაა

“ბარსელონამ”, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, “ლივერპულის” ურუგვაელი თავდამსხმელის, ლუის სუარესის ტრანსფერი განახორციელოს, იტყობინება Sport.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, ორივე კლუბი აგრძელებს მოლაპარაკებების წარმოებას, რომელიც უკვე საკმაოდ დაიხვეწა. “ლივერპული” თანახმაა ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერზე, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ კი მზად არაა მის სანაცვლოდ ძალიან დიდი თანხის გადასახდელად.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუარესის გამოსასყიდი თანხა 87.5 მილიონ ევროს შეადგენს. “ბარსელონა” მზადაა მასში 50 მილიონი ევროს გადასახდელად და ტრანსფერში ჩილელი ალექსის სანჩესის ჩასართავად.

შეგახსენებთ, რომ საურესმა უკვე გამოთქვა “ბლაუგრანაში” თამაშის სურვილი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward