workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკ ლამელა: “ის ვინც მესის აკრიტიკებს, ფეხბურთის არ ესმის”

ერიკ ლამელა: “ის ვინც მესის აკრიტიკებს, ფეხბურთის არ ესმის”

ინგლისური “ტოტენჰემის” ნახევარმცველმა, ერიკ ლამელამ თავის თანამემამულეზე და კოლეგაზე ეროვნულ ნაკრებში, ლიონელ მესიზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა გუშინდელ შეხვედრაში ირანი დაძაბულ ბრძოლაში 91-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა.

“დიახ, არგენტინა! დიახ, მესი! მადლობა, რომ შენ – არგენტინელი ხარ… ღმერთო ჩემო, ის საოცრებაა, ვინც მას აკრიტიკებს უბრალოდ არაფერი არ ესმის ფეხბურთის.” – დაწერა ფეხბურთელმა თავის ტვიტერზე. 

შეგახსენებთ, რომ მესის მიერ გატანილი ამ გოლის წყალობით, არგენტინის ნაკრებმა პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward