workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: სუარესს „ბარსაში“ გადასვლა სურს

MD: სუარესს „ბარსაში“ გადასვლა სურს

“ლივერპულის” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ბარსელონაში” გადასვლაზე თანახმაა, იტყობინება El Mundo Deportivo.

ინფორმაციის თანახმად, ურუგვაელი თავდამსხმელი დიდი ენთუზიაზმით კითხულობს ამ გამოცემაში გამოქვეყნებულ სიახლეს, მის მიმართ კატალონიელების ინტერესზე.

თავად ფეხბურთელმა, იცოდა “ლურჯ-ბროწეულისფერების” ინტერესის შესახებ, მაგრამ იძულებული იყო ეს საჯაროდ არ გაემხილა. ამის შემდეგ, როგორც პრესაში ინფორმაცია გავრცელდა, მან თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა რამდენიმე ახლობელს.

ახლა, კატალონიურმა კლუბმა “ლივერპულთან” შეთანხმებას უნდა მიაღწიოს. საჭიროების შემთხვევაში, “ბარსელონამ”, შესაძლოა, ტრანსფერში ალექსის სანჩესი ჩართოს. აღსანიშნავია, რომ ჩილელი თავდამსხმელი უკვე დიდი ხანია მერსისაიდელების ინტერესთა სფეროში შედის.

მანამდე, Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ლივერპული” მზადაა სუარესი “ბარსელონაში” ან “რეალში” 100 მილიონ ფუნტად გაყიდოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward