ბრიტანულმა ყოველდღიურმა გაზეთმა, “გარდიანმა”, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ევროპული გრანდი, მათ შორის კატალონიის “ბარსელონა”, დაინტერესებულია ჰოლანდიური “აიაქსის” ახალგაზრდა ბელგიელი მცველის, იან ვერტონგენის შეძენით.
იანი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. მან “ბარსას” მწვრთნელის, პეპ გუარდიოლას ყურადღებაც დაიმსახურა და შესაძლოა იგი იანვარში “ბარსაში” ვიხილოთ.
ვერტონგენმა “აიაქსში” ჩატარებულ 97 მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო. მისი კონტრაქტის ამოწურვამდე 3 წელია დარჩენილი. ბელგიელს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დაცვიდან ნახევარდაცვაში გადაინაცვლოს და იქ გააგრძელოს თამაში.
“ბარსას” გარდა მისი შეძენით ასევე დაინტერესებულნი არიან ისეთი გუნდები, როგორიცაა “არსენალი”, “ევერტონი” და “იუვენტუსი”.