ჩილეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ გამოაცხადა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც ბრაზილიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებენ.
ჩილეს ნაკრების საბოლოო განაცხადში, რა თქმა უნდა, იმყოფება გუნდის უდავო ლიდერი, “ბარსელონას” ფეხბურთელი ალექსის სანჩესი.
ჩილეს ეროვნული ნაკრების საბოლოო განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: კლაუდიო ბრავო (“რეალ სოსიედადი”), კრისტოფერ ტოსელი (“უნივერსიდად კატოლიკა”), ჯონი ერერა (“უნივერსიდად დე ჩილე”)
მცველები: გონსალო ხარა (“ნოთინგამ ფორესტი”), მაურიციო ისლა (“იუვენტუსი”), ხოსე როხასი (“ინივერსიდად დე ჩილე”), მიკო ალბორნოსი (“მალმო”), ეუხენიო მენა (“სანტოსი”)
ნახევარმცველები: გარი მედელი (“კარდიფი”), ფრანსისკო სილვა (“ოსასუნა”), არტურო ვიდალი (“იუვენტუსი”), ჟან ბოსეჟური (“უიგანი”), ფელიპე გუტიერესი (“ტვენტე”), კარლო კარმონა (“ატალანტა”), ხორხე ვალდივია (“პალმეირასი”), ხოსე პედრო ფუენსალიდა (“კოლო-კოლო”), ჩარლეს არანგისი (“ინტერნასიონალი”), მარსელო დიასი (“ბაზელი”), ფაბიან ორელიანა (“კალიარი”)
თავდამსხმელები: ალექსის სანჩესი (“ბარსელონა”), ედუარდო ვარგასი (“ვალენსია”), ესტებან პერედესი (“კოლო-კოლო”), მაურიციო პინილია (“კალიარი”)
შეგახსენებთ, რომ ჩილე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჰოლანდიასთან, ესპანეთთან და ავსტრალიასთან ითამაშებს.